Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის ტრაგედიის


ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის ტრაგედიის გამო რუსეთს თანაგრძნობას მსოფლიოს მრავალი ქვეყანა უცხადებს

ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის ტრაგედიის გამო რუსეთს თანაგრძნობას მსოფლიოს მრავალი ქვეყანა უცხადებს

სტრასბურგში, ევროსაბჭოში, რუსეთისა და 44 სხვა წევრი ქვეყნის დროშები , გუშინ, მწუხარების ნიშნად, დახრილი იყო. სამგლოვიარო წუთიერი დუმილით დაღუპულებს პატივი მრავალი ქვეყნის პარლამენტებმა თუ სხვადასხვა უწყებებმა მიაგეს. შეგახსენებთ, რომ 1 სექტემბერს ბესლანის საშუალო სკოლაში შეიარაღებული ჯგუფის შეჭრის შედეგად განვითარებულ მოვლენებს, დაუზუსტებელი მონაცემებით – 400 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, საიდანაც ნახევარი – ბავშვია. დაახლოებით ასევე 400 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული, ხოლო კიდევ 200 – დაკარგულად მიიჩნევა. შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და ავსტრიამ ბესლანელებს დახმარება უკვე აღმოუჩინა. სხვა მრავალმა ქვეყანამ კი, ასევე დახმარების პირობა დადო. დღეს, ნიდერლანდებმა დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობის ემოციური წერილი გაუგზავნა. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა – იან პეტერ ბალკენენდემ, საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას, ჰააგაში განაცხადა: “ადამიანებო ბესლანში, ჩვენ ვფიქრობთ თქვენზე და ვლოცულობთ თქვენთვის”.
XS
SM
MD
LG