Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, რუსთავი


სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, რუსთავი 2-ის კორესპონდენტი ნანა ლეჟავა სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებს

სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, რუსთავი 2-ის კორესპონდენტი ნანა ლეჟავა სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებს
პრაიმ-ნიუსის ცნობით, ჟურნალისტის ორგანიზმში აღმოჩენილია ჯანმრთელობისთვის საშიში ფსიქოტრონული ნივთიერებები. ერთგვარი ცვლილებები შეინიშნება თავის ტვინის პარკუჭებშიც. ფსიქიატრ-ექსპერტის განმარტებით, იზოლატორში ყავის დალევის შემდეგ, ნანა ლეჟავას აღენიშნება ამნეზია და არ ახსოვს, თუ რა მოხდა 24 საათის განმავლობაში. შესაძლებელია, მას მიღებული ჰქონდეს პრეპარატები, რომლებიც, ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების გზით, იწვევს კონტროლის მექანიზმის შესუსტებას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროსასამართლოში შესატანად სპეციალურ სარჩელს ამზადებს. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტები - ნანა ლეჟავა და ლევან თეთვაძე, რომლებიც ბესლანში ცნობილი მოვლენების გასაშუქებლად იმყოფებოდნენ, 4 სექტემბერს რუსეთის ფედერალური უშიშროების თანამშრომლებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, ხოლო მათი გათავისუფლება მხოლოდ 8 სექტემბერს მოხერხდა.

XS
SM
MD
LG