Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 24 აგვისტოს ორი თვითმფრინავის


რუსეთში 24 აგვისტოს ორი თვითმფრინავის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით

რუსეთში 24 აგვისტოს ორი თვითმფრინავის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით
ბრალი წაუყენეს სამ პირს. ერთი გახლავთ პოლიციელი მიხაილ არტამონოვი, რომელსაც ბრალად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაუდევრობა ედება, რადგან მან კარგად არ შეამოწმა იმ ორი ქალის ბარგი, რომლებიც სავარაუდოდ თვითმკვლელი თავდამსხმელები ივყნენ. იმავე ქალბატონებისთვის ბილეთების მიყიდვისთვის დააკავეს ვინმე არმენ არუტიუნიანი, რომელმაც მათი თვითმფრინავის ბორტზე შეშვებისთვის ბილეთებში აღებული თანხის ნაწილი ავიაკომპანიის თანამშრომელს გადაუხადა. და დასასრულ "სიბირ ეარლაინის" თანამშრომელ ნიკოლაი კორენკოვს ბრალად ედება ტერაქტში თანამონაწილეობა.
XS
SM
MD
LG