Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის განკუთვნილი სახსრების


ერაყში სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის განკუთვნილი სახსრების ნახევარზე მეტი უშიშროების ზომებს ხმარდება.

ერაყში სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის განკუთვნილი სახსრების ნახევარზე მეტი უშიშროების ზომებს ხმარდება.
ამის შესახებ განაცხადა ერაყის გარდამავალი პერიოდის მთავრობის წევრმა, დაგეგმვის მინისტრმა მაჰდი ჰაფედმა. როგორც ჰაფედმა დღეს იორდანიაში ვიზიტისას აღნიშნა, სარეკონსტრუქციო პროექტებისათვის განკუთვნილი ფულის თითქმის 65 პროცენტი იხარჯება უშიშროების ზომებში, პროექტებისა და პერსონალის დაცვის მიზნით. მისივე თქმით, უცხოელების გატაცებისა და დახოცვის შემთხვევები ბევრ უცხოურ კომპანიას აიძულებს ერაყიდან წასვლას. დღეს ერაყში თურქი მძღოლი მოკლეს ჩრდილოეთში მდებარე მოსულთან მის ავტომანქანაზე თავდასხმისას. დღესვე ორი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა სამხრეთში მდებარე ქალაქ ბასრაში ბრიტანელების სამხედრო ბადრაგზე იერიშის შედეგად. იუწყებიან ასევე, რომ ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავებმა საჰაერო იერიშები განახორციელეს მეამბოხეების პოზიციებად მიჩნეულ ადგილებზე ფალუჯასა და ბაღდადში.
XS
SM
MD
LG