Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მთავრობამ დღეს მხარი დაუჭირა


რუსეთის მთავრობამ დღეს მხარი დაუჭირა კიოტოს ოქმის რატიფიცირებას. ლაპარაკია დოკუმენტზე, რომელიც 1997 წელს

რუსეთის მთავრობამ დღეს მხარი დაუჭირა კიოტოს ოქმის რატიფიცირებას. ლაპარაკია დოკუმენტზე, რომელიც 1997 წელს
იაპონიის ქალაქ კიოტოში გაფორმდა და ითვალისწინებს გლობალური დათბობის ხელშემწყობი გაზების ემისიის შემცირებას. რუსეთის მთავრობის განცხადებით, ოქმს ახლა პარლამენტს გაუგზავნიან რატიფიცირებისთვის. როგორც გარემოს დაცვის სამეთვალყურეო ფედერალური სამსახურის მეთაურმა ალექსანდრ ბედრიცკიმ აღნიშნა: [ბედრიცკის ხმა] “თუ შევიმუშავებთ ოქმის რეალიზების გონივრულ სტრატეგიას, რუსეთი ამით ისარგებლებს - ისარგებლებს თუნდაც ერთობლივი (საერთაშორისო) პროექტების განხორციელებით”. ოქმი მრავალი ქვეყნის მიერ არის ხელმოწერილი. აქამდე რუსეთი სხვადასხვაგვარ მინიშნებებს აკეთებდა იმის თაობაზე, აპირებდა თუ არა ოქმის რატიფიცირების მხარდაჭერას, მიუთითებდა ოქმის ეკონომიკისათვის საზიანო მხარეებზე. აშშ-მა 2001 წელს უარყო კიოტოს ოქმი, რომელიც მრეწველობაგანვითარებული სახელმწიფოებისაგან მოითხოვს 6 გაზის ემისიის შემცირებას, რახან ეს აირები ხელს უწყობს გლობალურ კლიმატურ ცვლილებებს.
XS
SM
MD
LG