Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ორ მოქალაქეს მიუსაჯეს სიკვდილით


ირანში ორ მოქალაქეს მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა იმის გამო, რომ მათ ათასობით

ირანში ორ მოქალაქეს მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა იმის გამო, რომ მათ ათასობით
ანტიკვარული ნივთი შეერთებულ შტატებში, ევროპასა და აზიის ქვეყნებში გაიტანეს და გაყიდეს. თეირანის სახელმწიფო რადიოს ეთერით გამოსვლისას ირანის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჰოსეინ მარაშიმ განაცხადა, რომ უკანონოდ გატანილ ნივთებს შორის იყო 5000 წლის სიძველის ექსპონატიც. სიკვდილმისჯილთა ვინაობა არ სახელდება და არც ის არის ცნობილი, გაასაჩივრეს თუ არა მათ განაჩენი. ირანში სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობის გზით ხორციელდება.
XS
SM
MD
LG