Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებით


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 29 სექტემბერს წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო სამდივნოს დირექტორმა ერიკ სოტასმა ღია წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს.

წერილში შეშფოთებაა გამოთქმული კონტროლის პალატის ხელმძღვანელის სულხან მოლაშვილის მიმართ გამოყენებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით. ამ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის აზრით, სულხან მოლაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გათავისუფლებული. პარალელურად, ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს და დასაჯოს ის კონკრეტული ადამიანები, ვინც წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ წამების ხერხი გამოიყენა.
მოჰყვა რაიმენაირი რეაგირება წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო სამდივნოს წერილს? - ამ კითხვას უპასუხებს რადიო “თავისუფლების” თბილისის სტუდიის დღევანდელი სტუმარი, ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი. - აქვე გეტყვით, რომ საქართველოში ზემოთ ნახსენები წერილი სწორედ ამ ორგანიზაციამ გაავრცელა. უჩა ნანუაშვილს თამარ ჩიქოვანი ესაუბრა.

იხ. აუდიოვერსია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG