Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში უკანასკნელ დღეებში დაპატიმრებულია


პაკისტანში უკანასკნელ დღეებში დაპატიმრებულია სუნიტური და შიიტური ისლამური დაჯგუფებების წევრი 50-ზე მეტი შეიარაღებული პირი.

პაკისტანში უკანასკნელ დღეებში დაპატიმრებულია სუნიტური და შიიტური ისლამური დაჯგუფებების წევრი 50-ზე მეტი შეიარაღებული პირი.
დაპატიმრებები ამასწინანდელ ტერაქტებს მოჰყვა. ხუთშაბათს ქალაქ მულტანში თავს დაესხნენ სუნიტებს. დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა. გუშინ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა შიიტების მეჩეთში ქალაქ სიალკოტში. დაიღუპა 30 ადამიანი. პაკისტანის ხელისუფლებამ აკრძალა რელიგიური თავყრილობები, თუმცა მეჩეთებში გრძელდება ღვთისმსახურება. დღეს ქალაქ კარაჩიში ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული თალიბანის მომხრე სუნიტი მუფტი ჯამილ აჰმად ხანი.
XS
SM
MD
LG