Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის მომავალი პრეზიდენტი ჟოზე მანუელ


ევროკომისიის მომავალი პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო ევროპარლამენტს ზავს

ევროკომისიის მომავალი პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო ევროპარლამენტს ზავს
სთავაზობს. არსებობს ვარაუდი, რომ ბაროზოს მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ კომისიას ევროპარლამენტში "ჩაგდება" ემუქრება. 27 ოქტომბერს ევროპარლამენტი კენჭს უყრის კომისიის ახალ შემადგენლობას. სამშაბათს კი დეპუტატთა წინაშე გამოსვლისას ბაროზომ განაცხადა: [ბაროზოს ხმა] "ვაპირებ შევქმნა ევროკომისართა ისეთი ჯგუფი, რომელიც პასუხს აგებს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე, დისკრიმინაციის თავიდან აცილებასა და თანაბარი უფლებების დაცვაზე. ეს ჯგუფი, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ, მეთვალყურეობას გაუწევს მთელი კომისიის მოქმედებას და შეაფასებს სხვადასხვა სფეროში წამოჭრილ ინიციატივებს. ის იქნება აგრეთვე ევროკავშირის პოლიტიკის გამწევი ძალა". თუკი ევროკომისიის ახალი შემადგენლობა არ დამტკიცდება, კომისიის ახლანდელი შემადგენლობა რომანო პროდის ხელმძღვანელობით ახლის დამტკიცებამდე განაგრძობს ფუნქციების შესრულებას.
XS
SM
MD
LG