Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პარლამენტმა მოიწონა პრემიერ-მინისტრ არიელ


ისრაელის პარლამენტმა მოიწონა პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი,

ისრაელის პარლამენტმა მოიწონა პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი,
რომელიც ღაზის სექტორიდან და, ნაწილობრივ, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირიდან ებრაელთა დასახლებების ევაკუაციას ითვალისწინებს. გეგმას მხარი დაუჭირა კნესეტის 67-მა დეპუტატმა, 45 წინააღმდეგი იყო. ყველაზე მძაფრ წინააღმდეგობას შარონის გეგმა მემარჯვენე ორიენტაციის რადიკალური პარტიებისა და შარონისვე "ლიკუდის" პარტიის კონსერვატული ფრთის წარმომადგენელთა მხრიდან წააწყდა. მომავალი ზაფხულისთვის დაგეგმილია ებრაელთა 21 დასახლების გაუქმება ღაზის სექტორში, ხოლო კიდევ ოთხის - მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
XS
SM
MD
LG