მომხდარა,” – აღნიშნა მომღერალმა ირაკლი ჩარკვიანმა, როცა ერთი კვირის წინ მას წლევანდელი “თბილისობის” შეფასება სთხოვეს. გასულ წელს, ნოემბრის დღეებში, აქტიურობით გამორჩეული ირაკლი ჩარკვიანი ამ სატელევიზიო ინტერვიუში ძალიან სევდიანი იყო. გულისტკივილით ამბობდა, “თბილისობას” ყველაზე კარგი რაც ჰქონდა, – გლეხების ჩამოსვლა ქალაქში, ვაჭრობა ქუჩაში, – ისიც წაართვესო.
“თბილისობის” დასკვნით კონცერტზე, რომელიც 24 ოქტომბერს სასტუმრო “ივერიის” ბანზე გაიმართა, ირაკლი ჩარკვიანს მონაწილეობა არ მიუღია. კონცერტის ორგანიზატორებმა, რა თქმა უნდა, იცოდნენ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პირველ “თბილისობაზე” აუცილებლად უნდა მოეწვიათ ეგრეთ წოდებული “წვიმის მუსიკოსები”, ე.ი. ადამიანები, რომლებიც ღამეებს ათენებდნენ შარშან, ნოემბრის დღეებში, პარლამენტის წინ, უკრავდნენ იმათთვის, ვინც რევოლუციური ცვლილებებისთვის ემზადებოდა და უკრავდნენ თავისთვის – იმის იმედით, რომ თვისობრივი ცვლილელები ქართულ კულტურასაც დაეტყობოდა... ასეთი მუსიკოსებისთვის “ივერიის” ტერასაზეც გამოინახა ადგილი. კონცერტის პროგრამაში ჩართეს კომპოზიცია ნიაზ დიასამიძისა და ზუმბას შესრულებით. მაგრამ “რევოლუციურ მუსიკოსებს”, ეტყობა, მეტისმეტი მოუვიდათ... მეტისმეტი – დროის თვალსაზრისით. წამყვანმა, ფაქტობრივად, შეაწყვეტინა მათ დაკვრა და “ივერიის” ტერასიდან - “ხალხში”, ე.ი. რესპუბლიკის მოედანზე, ჩასვლა მოსთხოვა.
[ნიაზ დიასამიძის შელაპარაკება კონცერტის წამყვანთან] “ბატონო? კარგით, დიდი მადლობა.”
“ძალიან დიდი მადლობა ნიაზ დიასამიძეს... ვუშვებთ ნიაზს ხალხთან. ხალხი, რომელიც დგას, თბილისელები, ნამდვილი თბილისელები, ყველანი არიან ჩვენთან. მე ვიცი, რომ ყველანი მხედავთ.”
დევნილებისგან დაცლილი “ივერიის” ტერასიდან, იქიდან, სადაც “თბილისობის” დასკვნითი კონცერტი გაიმართა, თბილისელებს არაერთხელ მოუწოდეს. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ კონცერტის ორგანიზატორებს, ტერასაზე თავმოყრილ თბილისურ ელიტას და, პირველ რიგში, “სილქ როუდ გრუპის” მესვეურებს, იმ ფირმის წარმომადგენლებს, რომელმაც 1967 წლის ნოემბერში აშენებული შენობა შეისყიდა, უბრალოდ, შერცხვათ ხალხის – რესპუბლიკის მოედანზე რომ შეგროვდა “თბილისობის” აღსანიშნავად... ტერასაზე მოსაწვევის გარეშე ეს ხალხი არ შეუშვეს. მოედანზე ეკრანი დაამონტაჟეს, მაგრამ ვერ ჩართეს. კონტაქტი არ იყო – კონტაქტი კონცერტის სანახავად მობრძანებულ “მოსაწვევიანებსა” და იმ ხალხს შორის, ვისაც კონცერტის წამყვანებმა “ნამდვილი თბილისელები” უწოდეს.
არ არის გამორიცხული, კონცერტის ორგანიზატორები იმიტომ “ბოდიშობდნენ”, რომ მოედანზე, ხალხში, საქართველოს პრეზიდენტი იდგა. მიხეილ სააკაშვილისთვის ასეთი “ჩატეხილი ხიდი” მოედანსა და “ივერიის” ტერასას შორის მორიგი საბაბი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ხალხში დარჩენილიყო და როგორც “მოედნისთვის”, ისე “ტერასისთვის” ეჩვენებინა – იგი თავის თავს “ელიტას” არ მიაკუთვნებს:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ყველაზე მთავარი მონაწილეები “თბილისობის” არის ეს ხალხი, ამიტომ ეს ხალხი ასე არ უნდა დავტოვოთ გარეთ... რა თქმა უნდა, შედგა – ეს იყო ყველაზე ლამაზი იმათგან, რაც მინახავს. გემოვნებით, ზომიერად, როგორც ეს შეესაბამება კულტურულ, ნორმალურ ქალაქს... მე კონცერტს დავესწრები აქედან. ჩაირთოს ეკრანი, ჩაირთოს ხმამაღლა მუსიკა და ხალხთან ერთად ვუყურებ, მირჩევნია აქედან ვუყურო.”
ბოლოს და ბოლოს, “ჩატეხილი ხიდი” ვირტუალურად, მაგრამ მაინც აღადგინეს – ეკრანი ჩაირთო... წამყვანი იქიდან სიყვარულს გვეფიცებოდა:
[ზეიმის წამყვანის ხმა] “ძვირფასო თბილისელებო, რომლებიც მოედანზე ხართ – “სილქ როუდ გრუპის” სახელით გპირდებით, რომ გაისად გავაკეთებთ იმხელა სცენას, რომ მთელი თბილისიდან გამოჩნდება და აღარ დაგწყდებათ გული, რომ ცოტა გარეთ ხართ... ისე, ყველაზე ძალიან თქვენ გვიყვარხართ, რომ იცოდეთ.”
მერე კონცერტიც ვიხილეთ. რამდენად “სადა და ზომიერი” იყო “თბილისობის” დასკვნითი კონცერტი, ეს უკვე გემოვნების საკითხია.
[ხმა. მუსიკა. ბუბა კიკაბიძე]
ამჯერად მუსიკით თავს არ შეგაწყენთ, მით უმეტეს, რომ ბუბა კიკაბიძემ ახალი სიმღერა კი იმღერა, მაგრამ სტილი მას არ შეუცვლია... “ძველი სტილის” მოტრფიალენი აღმოჩნდნენ კონცერტში მონაწილე სხვა მუსიკოსებიც – მერაბ სეფაშვილი, ნატო მეტონიძე... პაატა ბურჭულაძემაც კი ვერ უღალატა ძველთა ძველ ტრადიციას და “თბილისობაზე” – ცანგალას კუპლეტები იმღერა. მუსიკალური თვალსაზრისით, წლევანდელი “თბილისობის” დასკვნით კონცერტზე “ახალი” იყო მხოლოდ საქართველოს ახალი ჰიმნი, რომელიც ოპერის თეატრის გუნდმა და ორკესტრმა შეასრულა სადღესასწაულო ფეიერვერკის ფონზე. თუმცა მოედანზე, სადაც ჩვენ, ე.ი. “ხალხი”, ე.ი. “ნამდვილი თბილისელები”, ვიდექით, მაინცდამაინც ჰიმნი ისმოდა ყველაზე ცუდად.
ვერ გეტყვით იყვნენ თუ არა აქ ის ადამიანები, რომელთაც “ნამდვილი თბილისელის” სტატუსი ჯერ არ მიანიჭეს, რადგან მათ “ლტოლვილის” სტატუსი აქვთ – ხალხი, რომელმაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ დატოვა სასტუმრო “ივერია”... თუმცა კონცერტის წამყვანმა ბოდიში მათაც მოუხადა:
[ზეიმის წამყვანის ხმა] “მე მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, რომელიც 12 წელიწადი ჩვენთან იყო შემოკედლებული, ჩვენს ლტოლვილებს. თავიდან ამ პროექტმა შეიძლება უკმაყოფილებაც გამოიწვია, მაგრამ ამ გაწამებული, გაჭირვებული ხალხის ეს ნაბიჯი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, ქართველები, საიმედო ხალხი ვართ და ერთმანეთის გვერდში მდგომი ხალხი ვართ. ამ ხალხმა წასვლის წინ იქითა კედელზე, შემოსასვლელის მხრიდან, დატოვა წარწერა -–"ივერია გაბრწყინდება!” – ეს არის იმედი. რა თქმა უნდა, ჯობდა ეს ხალხი აქედანვე წასულიყო აფხაზეთში, მაგრამ ამ ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ისეთი სისწრაფით ვითარდება მოვლენები, რომ იმედი გვაქვს, ესეც მალე მოხდება.”
ქვეყანაში მოვლენები სწრაფად ვითარდება. შესაძლებელია, “ივერიაც” დღე-დღეზე გაბრწყინდეს, მაგრამ თანამედროვე ქართულ კულტურას - უფრო სწორად, მუსიკას - ჯერჯერობით “გაბრწყინების” არაფერი რომ არ ეტყობა, ამას არამარტო ირაკლი ჩარკვიანი ამტკიცებს. გასულ კვირას გაზეთ “24 საათში” მწერალმა დავით ტურაშვილმა (სხვათა შორის, ნოემბრის რევოლუციის კიდევ ერთმა გმირმა) მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსენა და განაცხადა, მიკვირს, იმ ქვეყანაში, სადაც მუსიკალური თვალსაზრისით ასეთი, მართლაც, სრულიად უნიკალური სიმდიდრე შეიქმნა, როგორ შეიძლება ამდენი თაყვანისმცემელი ჰყავდეს ამდენ უნიჭო, უსმენო და უგემოვნო მაჯლაჯუნასო... ძალიან კატეგორიულად ხომ არ გეჩვენებათ ეს ნათქვამი? მით უმეტეს, წლევანდელი “თბილისობის” დასკვნითი კონცერტის შემდეგ, როცა საქართველოს პრეზიდენტმაც კი აღნიშნა, რომ წელს “თბილისობა” გემოვნებით ჩატარდა... თანაც, ვინა თქვა, რომ კულტურული რევოლუცია მაინცდამაინც “თბილისობაზე” უნდა გვეხილა... მოედანზე ხალხთან დარჩენილი პრეზიდენტი დაგვპირდა, რომ გრანდიოზული კონცერტი ჩატარდება 23 ნოემბერს, რევოლუციის წლისთავის აღსანიშნავად. “გიორგობამდე” კი ქართულ კულტურას ჯერ კიდევ რჩება დრო “რევოლუციის” მოსახდენად.