Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინის წარმომადგენელი ისრაელთან მოლაპარაკებებში საებ


პალესტინის წარმომადგენელი ისრაელთან მოლაპარაკებებში საებ ერექათი აცხადებს, რომ პალესტინის საპრეზიდენტო

პალესტინის წარმომადგენელი ისრაელთან მოლაპარაკებებში საებ ერექათი აცხადებს, რომ პალესტინის საპრეზიდენტო
არჩევნების დროულ და წარმატებულ ჩატარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ორაშაბათს ისრაელის ტელევიზიით გამოსვლისას ერექათმა განაცხადა, რომ არჩევნების ჩაშლის შემთხვევაში პალესტინაში კვლავ "ძალადობა და ანარქია" დაიწყება. კვირას საღამოს ღაზაში არაფატის მხარდამჭერი მოძრაობის - "ფატაჰის" მხარდაჭერებმა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარეს მაჰმუდ აბასს ცეცხლი გაუხსნეს. ამ ინციდენტს საებ ერექათმა შემაშფოთებელი უწოდა. თავად მაჰმუდ აბასი კი მომხდარს უმნიშვნელოდ მიიჩნევს: [აბასის ხმა] "პრეზიდენტ არაფატის გარდაცვალებამ გრძნობების გამძაფრება გამოიწვია. იქ იყო ძალიან ბევრი ხალხი და მოხდა შეტაკება. იყო შემთხვევითი გასროლა ჰაერში. ჩვენ ვთხოვეთ ხალხს დაეტოვებინათ ადგილი და თავადაც გავეცალეთ იქაურობას. ეს იყო და ეს". კვირას მომხდარი ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG