Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის მთავრობამ უარყო პალესტინელების პრემიერ-მინისტრის


საფრანგეთის მთავრობამ უარყო პალესტინელების პრემიერ-მინისტრის

საფრანგეთის მთავრობამ უარყო პალესტინელების პრემიერ-მინისტრის
თხოვნა იასირ არაფატის ავადმყოფობის ისტორიის გამოქვეყნების შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრი მიშელ ბარნიეს განცხადებით, პალსტინელების ყოფილი ლიდერის ავადმყოფობის ისტორია, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, გადაეცემა მისი ოჯახის წევრებს - ვინც ამის სურვილს გამოთქვამს. შემდეგ კი ამ დოკუმენტების ბედი არაფატის ოჯახის წევრების ნებაზეა დამოკიდებული. არაფატი გასულ კვირაში, ხუთშაბათს გარდაიცვალა სამხედრო ჰოსპიტალში პარიზთან. ინფორმაცია მისი ავადმყოფობისა და გარდაცვალების მიზეზზე არ გაუვრცელებიათ - არც ოჯახს და არც ექიმებს.
XS
SM
MD
LG