Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი დღეს საღამოს ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი დღეს საღამოს ისრაელში ჩავიდა
ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პერსპექტივაში გასარკვევად მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა პალესტინელების ლიდერი იასირ არაფატი. ვიზიტის პროგრამა ითვალისწინებს პაუელის შეხვედრას როგორც ისრაელის, ისე პალესტინელების ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან. ისრაელში პაუელის ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის "ფატაჰის" ფრაქციის მეთაურმა ფარუკ ყადუმიმ აღნიშნა, რომ პალესტინელები უარს იტყვიან 9 იანვრის არჩევნებზე (მათ არაფატის პოლიტიკური მემკვიდრის ვინაობა უნდა გაარკვიოს), თუ ისრაელი არ გაიყვანს ჯარებს მსხვილი დასახლებებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
XS
SM
MD
LG