Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი უკრაინას მოუწოდებს, გადაიდოს საპრეზიდენტო


ევროკავშირი უკრაინას მოუწოდებს, გადაიდოს საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადება.

ევროკავშირი უკრაინას მოუწოდებს, გადაიდოს საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადება.
ევროკომისიის მეთაურმა, ჟოზე მანუელ ბაროზუმ დღეს გამოთქვა იმედი, რომ კრიზისი არ მოახდენს გავლენას ევროკავშირისა და კიევის ურთიერთობაზე. მაგრამ, მისივე თქმით, შედეგები გარდაუვალია თუ არ გადაისინჯა საარჩევნო პროცესი და არჩევნების შედეგები. ეს შემოწმება, ბაროზუს თქმით, "სერიოზული და დაბალანსებული" უნდა იყოს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უშიშროების საკითხების კოორდინატორ ხავიერ სოლანას კომენტარში კი ნახსენებია არჩევნების "გაყალბება". [სოლანას ხმა] “უკრაინის საარჩევნო კომისიამ წარადგინა შედეგები, რომლებიც ჩვენი აზრით, არ ითვალისწინებს გაყალბების მომენტს. ვნახოთ, რის გაკეთებას შევძლებთ, მაგრამ მინდა, სავსებით ცხადი იყოს - ევროკავშირსა და უკრაინას შორის ურთიერთობა დამოკიდებული იქნება უკრაინის დემოკრატიისადმი დამოკიდებულებაზე”. ასევე სოლანას თქმით, უკრაინა ამჟამად გზაჯვარედინზე დგას.
XS
SM
MD
LG