Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ იუშჩენკო


უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ იუშჩენკო თანახმაა, მონაწილეობა მიიღოს

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ იუშჩენკო თანახმაა, მონაწილეობა მიიღოს
მეორე ტურის ხელმეორე კენჭისყრაში, მაგრამ წინააღმდეგია, რომ არჩევნები თავიდან მოეწყოს. დღეს, უკრაინაში შექმნილი კრიზისიდან გამოსავლის მოძებნის მიზნით, პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა შეხვდა პრეზიდენტობის კანდიდატებს, ვიქტორ იანუკოვიჩსა და ვიქტორ იუშჩენკოს. მოლაპარაკებაში უცხოელმა შუამავლებმაც მიიღეს მონაწილეობა. დღესვე, უფრო ადრე უკრაინის რადამ ხმების უმრავლესობით მხარი დაუჭირა წინადადებას პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩის კაბინეტის გადადგომის შესახებ. უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტს მისცა რეკომენდაცია, უახლოეს მომავალში ჩამოაყალიბოს "სახალხო ნდობის" მთავრობა. დღესვე, იანუკოვიჩმა, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა, ხმების ხელახალი დათვლა მოითხოვა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ანატოლი იარემას თქმით, იანუკოვიჩის აზრით, გამოცხადებული შედეგი არ ასახავს საარჩევნო ოქმებში დაფიქსირებულ ვითარებას. ახალი ამბების გამოშვების შემდეგ შემოგთავაზებთ ჩვენი სპეციალური კორესპონდენტის რეპორტაჟს კიევიდან.
XS
SM
MD
LG