Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში სუნიტი მუსლიმანების მეთაურები მიზანშეწონილად


ერაყში სუნიტი მუსლიმანების მეთაურები მიზანშეწონილად მიიჩნევენ იანვრისთვის დანიშნული არჩევნების გადადებას,

ერაყში სუნიტი მუსლიმანების მეთაურები მიზანშეწონილად მიიჩნევენ იანვრისთვის დანიშნული არჩევნების გადადებას,
რათა უზრუნველყონ ამ კენჭისყრაში სუნიტების მონაწილეობა. სუნიტების წარმომადგენელ შეიხ მაჯედ აბდელრაზაკ ალი სულეიმანის თქმით, არჩევნების გადადების თხოვნით სუნიტების მეთაურებმა ერაყის დროებით პრემიერ-მინისტრ იად ალაუის მიმართეს. მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს კენჭისყრის გადადების წინააღმდეგ გამოვიდა: [ბუშის ხმა] “დროა, ამ ხალხმა არჩევანი გააკეთოს და ამ მომენტს სიხარულით მოველი. ეს არის ერთ-ერთი იმ ისტორიული მომენტებიდან, რომელიც ბევრს გააოცებს იმით, რომ საზოგადოებამ ესოდენ სწრაფად მოახერხა ტრანსფორმირება ტირანიიდან (...) ისეთ საზოგადოებამდე, რომელშიც ხალხს უფლება ეძლევა, აზრი საარჩევნო უბნებში გამოხატოს”. დღესვე ვრცელდებოდა ინფორმაცია ერაყში ძალადობის შესახებ. ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მოსულში ამერიკულ-ერაყულ პატრულზე იერიშისას მეამბოხეებმა ერთი ამერიკელი მოკლეს და ორი ერაყელი დაჭრეს. ბაღდადში რამდენიმე ჭურვის აფეთქების შედეგად დაღუპულია სულ მცირე ერთი ადამიანი.
XS
SM
MD
LG