Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით


აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანში არსებობა შეწყვიტა

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანში არსებობა შეწყვიტა
ორგანიზებულმა პოლიტიკურმა ოპოზიციამ. ალიევმა ეს შეფასება გუშინ ბაქოში, მთავრობის სხდომაზე გამოთქვა. მისი თქმით, აზერბაიჯანის ოპოზიცია არის “სიცარიელე”, რომელიც აღარ ასრულებს რაიმე როლს ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. როგორც ალიევი ამბობს, ოპოზიციის წევრები “შვებას პოულობენ” უცხოეთში ვიზიტებით, უცხოეთში შეხვედრებზე გამოსვლით და არა შინ, სამშობლოში. ალიევი ფიქრობს, რომ ოპოზიცია უნდა შეიცვალოს, თუ სურს ისევ აქტიური როლის შესრულება აზერბაიჯანის პოლიტიკაში.
XS
SM
MD
LG