Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტერი


ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი მიიჩნევს, რომ უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებული

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი მიიჩნევს, რომ უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებული
გადაწყვეტილებები უკრაინის პოლიტიკურ სიმწიფეზე მიანიშნებს. შეგახსენებთ, უკრაინის პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმების სანაცვლოდ, რომლითაც პრეზიდენტის ზოგიერთ უფლებამოსილებას პარლამენტს გადაეცემა, მიიღო ცვლილებები საარჩევნო კანონში, რაც არჩევნების შედეგების გაყალბების აცილებას ისახავს მიზნად. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ჩვენს რადიოს განუცხადა: [დევისის ხმა] "ძალიან მიხარია, რომ უკრაინის პარლამენტი გამოეხმაურა ამ საკითხს. ეს არის სწორედ იმის დამადასტურებელი, რაზეც მე ევროსაბჭოს გენერალურ მდივნად ყოფნი დღიდან ვამბობ. მე კი ვამბობ, რომ ეს პრობლემა უკრაინელების, უკრაინის ხალხის რჩეულთა და უზენაესი სასამართლოს გადასაწყვეტია. ჩემი საქმე არ არის შეთანხმების დეტალების კომენტირება, რადგან ეს უკრაინის ხალხისა და მათი წარმომადგენლების საქმეა. თუმცა ის, რომ შეთანხმებას მიაღწიეს, უკრაინელთა პოლიტიკურ სიმწიფეზე მიუთითებს". ტერი დევისმა აგრეთვე განაცხადა, რომ ევროსაბჭომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მომზადებაში დასახმარებლად უკვე გაგზავნა ექსპერტთა ჯგუფი კიევში.
XS
SM
MD
LG