Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის პარლამენტმა ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდა


ევროპის პარლამენტმა ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდა,

ევროპის პარლამენტმა ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდა,
თურქეთთან დაიწყოს მოლაპარაკება კავშირში გაწევრიანების შესახებ. თუმცა, ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საამისოდ საჭიროა გარკვეული პირობების შესრულება. კერძოდ, დეპუტატები აუცილებლად მიიჩნევენ, დაწესდეს მკაცრი მეთვალყურეობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში თურქეთის შემდგომ წინსვლაზე. თუ ამ სფეროში რეფორმები შენელდა, ანკარასთან მოლაპარაკება ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს. აი, რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟოზე მანუელ ბაროზუმ: [ბაროზუს ხმა] "მთავარია, რომ, ევროკომისიის აზრით, თურქეთი აკმაყოფილებს აუცილებელ პოლიტიკურ კრიტერიუმებს და ამიტომ ევროპის კავშირში მისი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყება შეიძლება. ევროკომისიის ეს რეკომენდაცია - ჩვენი აზრით - გულდასმით არის მომზადებული და გაწონასწორებულია; იგი კარგ საფუძველს შექმნის გადაწყვეტილებათა მიღებისთვის."
XS
SM
MD
LG