Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორმა შეიარაღებულმა პირმა, რომელმაც დღეს


ორმა შეიარაღებულმა პირმა, რომელმაც დღეს დილით ათენის შემოგარენში ავტობუსი

ორმა შეიარაღებულმა პირმა, რომელმაც დღეს დილით ათენის შემოგარენში ავტობუსი
და მასში მყოფი 26 მგზავრი გაიტაცა, ათი მძევალი გაათავისუფლა. ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინ გაიტაცა ავტობუსი - ალბანელებმა თუ რუსეთის მოქალაქეებმა. გამტაცებლები მათთვის თვითმფრინავის გამოყოფას ითხოვენ, რათა საბერძნეთის დატოვება შეძლონ. შემთხვევის ადგილზე მისული ალბანეთისა და რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლები ცდილობენ, პოლიციას გამტაცებელთა ვინაობის დადგენაში დაეხმარონ. ამ ინციდენტმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი აიძულა, გადაედო ბრიუსელში გაფრენა, სადაც ევროპის კავშირის ლიდერთა სამიტი მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG