Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქალაქებში ნაჯაფსა და ქარბალაში


ერაყის ქალაქებში ნაჯაფსა და ქარბალაში ორი აფეთქების შედეგად 60-მდე ადამიანი დაიღუპა, დაჭრილების რიცხვი

ერაყის ქალაქებში ნაჯაფსა და ქარბალაში ორი აფეთქების შედეგად 60-მდე ადამიანი დაიღუპა, დაჭრილების რიცხვი
100-ს აღემატება. ორივე აფეთქება ავტობუსის ხალხით სავსე გაჩერებებთან მოხდა. ნაჯაფიც და ქერბალაც შიიტი მუსლიმანების წმინდა ადგილებია, და დღევანდელი აფეთქებების შემდეგ შიიტების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ მუსლიმანი მეამბოხეები და ბაათის პარტიის მიმდევრები ცდილობენ, შიიტებიც ჩაითრიონ ძალადობაში, რათა ჩაიშალოს იანვრის არჩევნები. ნაჯაფში, მედპერსონალის ინფორმაციით, აფეთქებამ 48 ადამიანი მოკლა და 90 დაჭრა. მანამდე, ქერბალაში აფეთქების შედეგად 14-მდე ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა 30. კვირასვე ბაღდადში შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს არჩევნების მზადებაში მონაწილე 3 ერაყელი. ჩრდილოეთში მდებარე ჰავაჯიაში კი, პოლიცის ინფორმაციით, 4 ქურთი მოკლეს შეიარაღებულმა პირებმა.
XS
SM
MD
LG