Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს ბრიტანეთის


სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები.

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები.
შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ცნობით, დაკავებულია ოთხი ეჭვმიტანილი.
ბრიტანეთის მოქალაქის, გვარად ოქენდენის გვამი 2 დეკემბერს აღმოაჩინეს ხილიანის ქუჩის 29 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში. იგი ცეცხლსასროლი იარაღით იყო მოკლული. აღნიშნული ბინა ოქენდენს ნაქირავები ჰქონდა და დოლიძის ქუჩაზე მდებარე კერძო უმაღლეს სასწავლებელში ინგლისურ ენას ასწავლიდა.
XS
SM
MD
LG