Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეკ


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეკ სტრო ჩინეთში ჩავიდა. გასულ კვირაში სტრომ განაცხადა, რომ ევროკავშირის

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეკ სტრო ჩინეთში ჩავიდა. გასულ კვირაში სტრომ განაცხადა, რომ ევროკავშირის
მხრიდან ჩინეთთან იარაღზე არსებული ემბარგო, რომელიც უკვე 15 წელია მოქმედებს, შეიძლება მომავალ 6 თვეში მოიხსნას. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კონგ ჩუანმა დღეს აღნიშნა, რომ ემბარგოს მოხსნა ხელს შეუწყობდა ჩინეთსა და ევროპას შორის ურთიერთობათა გაუმჯობესებას: [კონგის ხმა] "მიგვაჩნია, რომ იარაღზე ემბარგო უნა მოიხსნას. ეს ხელს უშლის ჩინეთის განვითარებას და ჩინეთსა და ევროკავშირს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობას. თუკი ემბარგო მოიხსნება, ჩინეთი არ შეუდგება დიდი რაოდენობით იარაღის იმპორტს. გვჯერა, ეს მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს". ჯეკ სტრო ჩინეთში ჩასვლამდე იაპონიაში იმყოფებოდა, სადაც მისმა იაპონელმა კოლეგამ განაცხადა, რომ იაპონია წინააღმდეგია ჩინეთის წინააღმდეგ იარაღზე დაწესებული ემბარგოს მოხსნისა, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნიდა აღმოსავლეთ აზიას ზოგადად. ემბარგოს მოხსნის წინააღმდეგია შეერთებული შტატებიც. ჩინეთის წინააღმდეგ ემბარგო ევროკავშირმა 1989 წელს პეკინში, ტაინანმენის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეთა დახოცვის შემდეგ დააწესა.
XS
SM
MD
LG