Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ვიქტორ


უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტად ინაუგურაციის კვირას გამართვას.

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტად ინაუგურაციის კვირას გამართვას.

ეს გადაწყვეტილება მიიღეს სულ მალე მას შემდეგ, რაც უკრაინის უზენაესმა სასამართლომ უარყო ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩის სარჩელი, რომლითაც ის საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებით ტურში თავის დამარცხებას ასაჩივრებდა. იანუკოვიჩმა სატელევიზიო გამოსვლაში აღიარა თავისი დამარცხება და თავის მომხრეებს მოუწოდა, შეწყვიტონ საპროტესტო გამოსვლები. როგორც იუწყებიან, იუშჩენკოს ინაუგურაციის ცერემონიაზე დამსწრეთა შორის იქნებიან ნატოს გენერალური მდივანი, პოლონეთისა და რუმინეთის პრეზიდენტები. იუშჩენკომ კი განაცხადა, რომ ორშაბათს, ანუ ინაუგურაციის შემდგომ დღეს რუსეთს ეწვევა.
XS
SM
MD
LG