Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დღეს


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დღეს დაასრულა თავისი სამდღიანი ვიზიტი ირანში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დღეს დაასრულა თავისი სამდღიანი ვიზიტი ირანში.
ვიზიტის მსვლელობაში იგი შეხვდა ირანის პრეზიდენტს მოჰამად ხათამის, ქვეყნის უზენაეს სასულიერო ლიდერს, აიათოლა ალი ხამეინისა და სხვა ოფიციალურ პირებს. გუშინ, გვიან ღამით გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და ირანის კონტრ-ადმირალმა, ალი შამხანიმ ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. შამხანის თქმით, რეგიონში უცხო ქვეყნების სამხედრო ძალების ყოფნა სიტუაციას ართულებს. მისი განცხადებით, ეს ძალები რომ არა, რეგიონის ქვეყნები საკუთარი პრობელემების მოგვარებას უკეთ შეძლებდნენ. ეს ვიზიტი პრეზიდენტის რანგში ალიევის პირველი სტუმრობა იყო მეზობელ ირანში.
XS
SM
MD
LG