პრესკონფერენციაზე დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ნიშნავდეს პრეზიდენტი, პარლამენტი და იუსტიციის საბჭო, როგორც ეს დღემდე ხდება, და არა მხოლოდ პრეზიდენტი, როგორც ეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტითაა განსაზღვრული. კიდევ ერთი რეკომენდაციით, დაუშვებელია მოსამართლეების ვადამდე გათავისუფლება - ამას უკვე სასამართლოების შესახებ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს.
თუ რა ცვლილებები ელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, უახლოეს ხანში გაირკვევა, როცა გამოქვეყნდება ცვლილებების კანონი. ამ ეტაპზე კი დანამდვილებით მხოლოდ იმ ცვლილების შესახებაა ცნობილი, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლო, თბილისის ნაცვლად, ქუთაისში დაიდებს ბინას. უფრო მეტს ამ და სხვა მოსალოდნელ სიახლეებზე შეიტყობთ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ჯონი ხეცურიანისგან, რომელსაც თამარ ჩიქოვანი ესაუბრა.
იხ. აუდიოვერსია.