Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სპეცდანიშნულების


სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის ერთი თანამშრომელი დაიღუპა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის ერთი თანამშრომელი დაიღუპა
და ორი მძიმედ დაიჭრა კვირას, ღამით ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში, ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონასა და გალის რაიონის სოფელ თაგილონს შორის განლაგებულ ქართულ საგუშაგოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას. როგორც პრაიმ-ნიუსს ზუგდიდის რაიონის პროკურომა მურთაზ ნარმანიამ აცნობა, სავარაუდოდ, 4-5 კაციანი აფხაზური კრიმინალური დაჯგუფება, მალულად დაესხა თავს საგუშაგოზე მყოფ სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს. გარდაცვლილია ქართველი სპეცრაზმელი ვიტალი დარასელია, ხოლო დაჭრილები არიან ამავე სპეცრაზმის წევრები კობა ბახტაძე და ჯემალ ლაგვილავა. დაჭრილი პოლიციელები ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
თავდამსხმელებმა მიმალვა შეძლეს.
XS
SM
MD
LG