Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი გამოვიდა


ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი გამოვიდა ინიციატივით, შეიცვალოს კონსტიტუცია,

ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი გამოვიდა ინიციატივით, შეიცვალოს კონსტიტუცია,
რათა შესაძლებელი გახდეს საპრეზიდენტო არჩევნებში არა მარტო ერთი კანდიდატის მონაწილეობა. ამ ინიციატივაზე მუბარაქმა ისაუბრა დღევანდელ სატელევიზიო გამოსვლაში. ამჟამინდელი საარჩევნო სისტემით, პარლამენტი, რომელშიც გადამწყვეტ სიტყვას მუბარაქის პარტია ამბობს, ამტკიცებს ერთადერთ კანდიდატს, რომელიც შემდეგ ამომრჩეველმა რეფერენდუმის სტილის საყოველთაო კენჭისყრაში უნდა დაამტკიცოს. ოპოზიცია მიესალმა პრეზიდენტის ინიციატივას. მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები ეგვიპტეში წელს, სექტემბერში იმართება. მასში მუბარაქი, რომელსაც პრეზიდენტობის მეოთხე 6-წლიანი ვადა უმთავრდება, სავარაუდოდ, ისევ წამოაყენებს თავის კანდიდატურას.
XS
SM
MD
LG