Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა კვლავ


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა კვლავ მოუწოდა პალესტინელთა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა კვლავ მოუწოდა პალესტინელთა
ავტონომიის ხელმძღვანელობას, ბოლო მოუღოს ექსტრემისტული დაჯგუფებების თარეშს. მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას, შარონმა განაცხადა:[არიელ შარონის ხმა] "ისრაელი დაინტერესებულია პალესტინელებთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებით. მაგრამ ამ საკითხში ვერ მივაღწევთ ვერავითარ პროგრესს, ვიმეორებ, ვერავითარ წინსვლას, ვიდრე პალესტინელთა ავტონომიის ხელისუფლება არ მიიღებს გადამჭრელ ზომებს ექსტრემისტულ დაჯგუფებათა საქმიანობის ასალაგმად და მათი ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად." შარონმა ავტონომიის ხელმძღვანელს მაჰმუდ აბასს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ორგანიზაცია "ისლამური ჯიჰადის" წინააღმდეგ, რომელმაც პასუხისმგებლობა იკისრა თელ-ავივში ახლახან მომხდარი აფეთქებისთვის. იმ აფეთქებამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG