Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის ვარაუდით,

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის ვარაუდით,
პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა კრიმინალურმა ელემენტებმა მოაწყეს. ლაპარაკია წუხელ მომხდარ თავდასხმაზე, რომელიც უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა სოფელ აჩადარაში, გუმისთის ხიდის მახლობლად განახორციელეს ალექსანდრ ანქვაბის მანქანაზე. მაგრამ ანქვაბი არ დაშავებულა: ის თავისი მანქანით კი არა, ვიცე-პრემიერ ლეონიდ ლაკერბაიას მანქანით მიემგზავრებოდა სოხუმიდან გუდაუთის მიმართულებით. როგორც ანქვაბმა თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა: [ანქვაბის ხმა] “ის ორი ელემენტისგან შედგება - ეს არის პრემიერ-მინისტრზე ზეწოლა, ზეწოლა აფხაზეთის ახალ ხელმძღვანელობაზე, რომელმაც კურსი აიღო დისციპლინის განმტკიცებაზე, წესრიგის დამყარებაზე. და მეორეა, ჩემი აზრით, ის, რომ პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლება მტკივნეულად შეეხნენ იმ ადგილებს, სადაც კრიმინალური სტრუქტურები დიდ თანხებს შოულობდნენ და ახლა ეს წყარო იკეტება.”
XS
SM
MD
LG