Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სათბობ-ენერგეტიკის მინისტრს ნიკა გილაურს, რომელიც


სათბობ-ენერგეტიკის მინისტრს ნიკა გილაურს, რომელიც დღეს გალის რაიონში აფხაზეთის

სათბობ-ენერგეტიკის მინისტრს ნიკა გილაურს, რომელიც დღეს გალის რაიონში აფხაზეთის
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან შესახვედრად ავტომანქანით მიემგავზრებოდა, ქუთაისთან ავარია შეემთხვა. მსუბუქად დაშავდა გილაურის თანმხლები სამი პირი. თუმცა, შეხვედრა არ ჩაშლილა. მინისტრი და დელეგაციის დანარჩენი წევრები გალის რაიონში ჩავიდნენ და აფხაზთა მხარესთან ერთად ენგურჰესის რეაბილიტაციის საკითხები განიხილეს. როგორც ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 25 მარტიდან ენგურჰესი სამი თვით შეწყვეტს დენის გამომუშავებას. სამაგიეროდ, გაიზრდება ქვეყნის ენერგომომარაგება რუსეთიდან. გილაურის თქმით, ენგურჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, აფხაზთა მხარემ უნდა უზრუნველყოს მუშა-მოსამსახურეების, სპეციალისტებისა და კონსულტანტების უსაფრთხო გადაადგილება.
XS
SM
MD
LG