წინ განკარგულება გამოსცა. დოკუმენტის თანახმად, ქალაქის პრემიერი ერთი კვირით ადრე ატყობინებს საქალაქო სამსახურების, საკრებულოსა და მთავრობის აპარატის თანამშრომლებს, რომ, რეორგანიზაციისა და შემცირების გამო, მათ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში სამსახურიდან დაითხოვენ. ამავე ერთ თვეში სამსახურების ხელმძღვანელებმა უნდა წარმოადგინონ დაახლოებით 50-60 პროცენტით შემცირებული საშტატო განრიგი, რომლის დამტკიცების შემდეგ ახალი თანამშრომლების მისაღებად დედაქალაქის მერია კონკურსს გამოაცხადებს.
თბილისის მერმა განკარგულება 2005 წლის 4 მარტს გამოსცა. შესაბამისად, საინფორმაციო უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი ერთკვირიანი ვადა 11 მარტს იწურება. აქედან გამომდინარე, რეორგანიზაცია-შემცირების პროცესიც, რომლის შესახებ ორ თვეზე მეტია, რაც საუბრობენ, რეალურად სწორედ რომ 11 მარტიდან დაიწყება. ქალაქის პირველი ვიცე-პრემიერი უჩა გელაშვილი მიიჩნევს, რომ 1700-მდე საშტატო ერთეულის შენახვა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებს აღემატება:
[უჩა გელაშვილის ხმა] “მერიაში ამჟამად დაახლოებით 1700 ადამიანი მუშაობს. ეს იმდენად მეტია, რომ სისტემა არაეფექტური გახდა. სწორედ ამიტომ გადაწყდა განხორციელდეს რეორგანიზაცია შემცირებით.”
მერიის თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით 50-60 პროცენტით უახლოესი ერთი თვის განმავლობაში შემცირდება. მერის სამდივნოს მთავარი მრჩეველი გიორგი ხაბაშვილი ამბობს, რომ ახალი საშტატო განრიგის წარმოდგენისას სამსახურების ხელმძღვანელები მხოლოდ და მხოლოდ მიზანშეწონილობის პრინციპით იხელმძღვანელებენ.
[გიორგი ხაბაშვილის ხმა] “ჩვენ საბოლოოდ უნდა გადავიდეთ იმ სისტემაზე, როდესაც არსებობს ფუნქციები და ფუნქციების შესაბამისად ხდება ადამიანების აყვანა ამ სამსახურში და არა პირიქით, როდესაც ხდებოდა მოსამსახურეების აყვანა და შემდეგ რაღაც ფუნქციების გამოძებნა მათთვის.”(სტილი დაცულია)
რეორგანიზაცია-შემცირების პროცესს, რომლის სულის ჩამდგმელი თბილისის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილია, ყველაზე მძაფრად დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია “ლეიბორისტის” წევრები აკრიტიკებენ.
[გიორგი გუგავას ხმა] “ეს არის უზნეობა და ეს არის უსინდისობა, რომელსაც საფუძვლად არანაირი სამართლებრივი აქტი არ უდევს. არ არის განსაზღვრული, რით არის განპირობებული ეს ყოველივე. მას საფუძვლად უდევს მხოლოდ და მხოლოდ ერთი, რომ ამ ადამიანების ხარჯზე მოიწყონ საკუთარი ცხოვრება, საკუთარი კეთილდღეობა და არავინ დაფიქრებულა ერთი წუთით იმაზე, თუ რა ბედი ელით ამ ადამიანებს...”
ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი გუგავა მერის მიერ გამოცემული განკარგულების შესაჩერებლად საკითხის საკრებულოში დაყენებას აპირებს. თუმცა ლეიბორისტები არც სასამართლოში ჩივილზე ამბობენ უარს:
[გიორგი გუგავას ხმა] “ჩვენ ვაპირებთ სასამართლოში შევიდეთ და მოვითხოვოთ ვეტოს დადება, რაც ნაკლებსავარაუდოა, რომ განხორციელდეს, მაგრამ ეს იქნება კიდევ ერთი “დეშიფრატორი” და ხალხი დაინახავს, თუ ვისთან აქვს საქმე. ამავე დროს, ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ სასამართლოს და სასამართლოს წესით შევაჩეროთ ეს უკანონო განკარგულება.”
ლეიბორისტების ტრადიციულ მუქარას ტრადიციულად ირონიით უპასუხებს თბილისის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც თბილისის სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით 7 მარტს ვაშინგტონში გაემგზავრება.
[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] “ლეიბორისტების” საუბარი ამასთან დაკავშირებთი ცოტათი უხერხულია, იმ ადამიანებისა, რომლებსაც საზოგადოებაში ირონიულად უყურებენ და მათ ბრალდებებსაც, მე მინდა გითხრათ, ირონიულად ვუყურებ რაღაცა დონემდე, მაგრამ თუ ისინი შეეცდებიან რაღაც ყალბი ფაქტებით ილაპარაკონ ჩემ წინააღმდეგ, ამისათვის არის სასამართლო...” (სტილი დაცულია)
ვიდრე ლეიბორისტები სასამართლოში შესატან სარჩელს ამზადებენ, ჭიაბერაშვილი მოლაპარაკებას მართავს მსოფლიო ბანკის სათავო ოფისში, სადაც მხარეები თბილისის სტრატეგიული განვითარების გეგმის ეკონომიკური გათვლებისა და დაფინანსების საკითხებს განიხილავენ. რაც შეეხება მერიაში მიმდინარე რეორგანიზაცია-შემცირების პროცესს, ლეიბორისტებს, საკრებულოს უმრავლესობის განწყობისა და სასამართლო ხელისუფლების მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი შეჩერება ძალიან გაუჭირდებათ.