არიან როგორც ოპოზიციური ფრაქციები, ასევე - უმრავლესობა. ხსენებულ თანამდებობაზე მესამე სექტორიდან მოწვეული ნატა მაჩალაძის მთავარ მინუსებად არაკომპეტენტურობა და საკრებულოს წევრებთან არასათანადო თანამშრომლობა სახელდება. თუმცა განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხი კვლავაც ბუნდოვანია.
დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობა ბოლო პერიოდში უკვე აღარ მალავს, რომ განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ნატა მაჩალაძემ მისი იმედები გააცრუა. უკმაყოფილებას ხმამაღლა ამჟღავნებს ოპოზიციაც, მით უმეტეს, რომ ის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურას თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდა:
(თამაზ ნაცვლიშვილის ხმა) ”იგნორირებას უკეთებს საკრებულოს კომისიას, თავისი ხედვაც არ წარმოუდგენია. როცა ჩატარდებაო ეს ატესტაცია, ატესტაციის მერე გაუჩნდება, თურმე, მას ხედვა. მე დარწმუნებული ვარ, მას არანაირი ხედვა არ აქვს - მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, ყოველ შემთხვევაში.” (სტილი დაცულია)
ეს თამაზ ნაცვლიშვილია, საკრებულოს ფრაქციის, ”ახალი მემარჯვენეების”, წარმომადგენელი, რომელიც მაჩალაძის კომპეტენტურობას სერიოზული ეჭვით უყურებს. კონკრეტულ შედეგებს ვერც ლეიბორისტები ხედავენ და ამაყობენ, რომ თავის დროზე მათი ხმა დედაქალაქის არც ერთ სამსახურის უფროსს არ ერგო. ლეიბორისტი იოსებ შატბერაშვილი მაჩალაძის საკითხს დედაქალაქის მერთან კონტექსტში განიხილავს:
(იოსებ შატბერაშვილის ხმა) ”ვერანაირი კონკრეტული წინადადება მისგან ვერ გავიგეთ. უბრალოდ, მან განაცხადა, რომ ის მზად არ არის ამისთვის, მოულოდნელი იყო მისთვის ეს დანიშვნა. სხდომაზე ჩვენ დემონსტრატიულად დავტოვეთ დარბაზი და ხმა არ მივეცით ჭიაბერაშვილის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს. რაც არ უნდა კარგი კანდიდატურა იყოს ჭიაბერაშვილის მიერ წარმოდგენილი, აპრიორი არ ვუჭერთ მხარს.” (სტილი დაცულია)
დედაქალაქის საკრებულოს ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლებისა და სპორტის მუდმივი კომისიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი გია მურღულია ნატა მაჩალაძეზე შექმნილ თავის პირველ შთაბეჭდილებას იხსენებს:
(გია მურღულიას ხმა) ”ჩვენ გავესაუბრეთ, ვნახეთ, რომ ის იყო საკმაოდ ისეთი, ნორმალური შეხედულებების ადამიანი. კილტურული ადამიანია, მშვენიერი მეტყველება აქვს, გონივრული მოსაზრებები გამოხატა ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით და, ბუნებრივია, რომ ეს იმ ეტაპისთვის საკმარისად ჩაითვალა.” (სტილი დაცულია)
თუმცა იმ ეტაპზე საკმარისად აღქმულს მურღულია ახლა უკვე არასაკმარისად მიიჩნევს. მისი თქმით, მაჩალაძემ კონკრეტული პროგრამებისა და გაერთიანებული სამსახურის სტრუქტურის წარმოდგენა ძალიან დააგვიანა და ამის გამო ქალაქში ბევრი აუცილებელი საქმე შეფერხდა:
(გია მურღულიას ხმა) ”აგერ სკოლებია, აგერ ბაღებია, აგერ მოსწავლეთა სახლებია, აგერ - მუზეუმი, ბიბლიოთეკა, თეატრი - ესენი ცოცხლობენ, ესენი ჩვენ ვერ გველოდებიან: იცით რა, მოდით თქვენ დაგველოდეთ ერთი 3-4 თვე, ჩვენ მოვაგვარებთ ჩვენს საქმეებს და მერე მოვიცლით თქვენთვის... ეს არის აბსურდი.” (სტილი დაცულია)
ბოლო სამი კვირის განმავლობაში მურღულიას კომისია სამსახურის უფროსს საქმის დაჩქარებისკენ საკმაოდ მკაცრად მოუწოდებდა და კომისიის 2 მარტს გამართულ სხდომაზე მაჩალაძეს ამისათვის ერთკვირიანი ვადა ასევე მკაცრად განესაზღვრა. თუმცა, მურღულიას თქმით, სამსახურმა 12 პროგრამა და სტრუქტურული ხედვა მხოლოდ 9 მარტს და, ისიც, სხდომის დაწყებამდე მხოლოდ საათ-ნახევრით ადრე წარმოადგინა. თანაც, მურღულია წარმოდგენილი მასალების შინაარსს არასრულყოფილად მიიჩნევს.
თავად ნატა მაჩალაძე კი მსგავს ბრალდებებს იცილებს და დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ პროგრამები მან თავის დროზე წარადგინა. რაც შეეხება საქმის გაჭიანურებასა და დროის დაკარგვას, მას ამ საკითხზეც თავისი პოზიცია აქვს:
(ნატა მაჩალაძის ხმა) ”დაკარგვით ნამდვილად არ დაიკარგა. იმიტომ რომ, ძირითადად, ვცდილობთ, რომ მინუსებიდან ამოვიყვანოთ სამსახური, რომ ნულამდე როგორმე მივიყვანოთ, რომ რეალურად შევუდგეთ (იცინის) სწორი მიმართულების მიცემას. იმიტომ რომ ჯერჯერობით ხდება მხოლოდ, აი, ამ სამსახურის ამოწევა იმ ძველი, კორუმპირებული თუ არასწორი მიმართულებებიდან.” (სტილი დაცულია)
ასეა თუ ისე, ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლებისა და სპორტის მუდმივი კომისიის 9 მარტს დანიშნულ სხდომაზე, სადაც თითქოს სამსახურის უფროსისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხი უნდა განხილულიყო, მსგავსი არაფერი მომხდარა. გია მურღულიას თქმით, შექმნილ აბსურდულ სიტუაციას - სავარაუდოდ, ორშაბათს - უმრავლესობის სხდომა განიხილავს.