სუბიექტებს სრული პარალიზების საშიშროება ემუქრება. ამ პრობლემით მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტიც დაინტერესდა.
საქართველოს ენერგოსისტემას ვერც ”ვარდების რევოლუციამ” უშველა და ვერც მინისტრების შეცვლამ თუ დაჭერებმა. დღემდე ამ სფეროში კატასტროფული ვითარებაა. თბილისის ელექტრომომარაგება, ფაქტობრივად, მხოლოდ სომხეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული, ხოლო რეგიონებში, კარგა ხანია, ”ენერგოწყვდიადია”.
ელექტროენერგიას რეგიონებში ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტებიც ვერ იღებენ, რომ აღარაფერი ვთქვათ მოსახლეობაზე, რომელიც ხანდახან საპროტესტო აქციებით შეახსენებს ხოლმე თავს ხელისუფლებას.
საქართველოს ენერგოსისტემაში კრიზისი ჰიდროელექტროსადგურების დაცლილმა წყალსაცავებმა გამოიწვია, რის გამოც, ფაქტობრივად, ჰესები აღარ მუშაობს. მთავრობა ცდილობს ენერგოკრიზისის მიზეზები აგვიხსნას და არც ზედმეტი დაპირებებით გვკვებავს. მაგრამ ის, რომ ხელისუფლება, ამ მხრივ, არ გვატყუებს, ვერაფერი შეღავათია ვერც მოსახლეობისა და ვერც რეგიონებში ჯერ კიდევ ალაგ-ალაგ შემორჩენილი წარმოებებისათვის.
რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას ენერგოდეფიციტი დამანგრეველ დარტყმას აყენებს. დღეს ვერც ერთი მსხვილი თუ საშუალო საწარმო ელექტროენერგიის გარეშე ვერ შეძლებს ფუნქციონირებას, ხოლო იმ სამეურნეო სუბიექტებს, რომლებიც, მეტ-ნაკლებად, ავტონომიურად ახერხებენ ენერგიის გამომუშავებას, წარმოებული პროდუქცია უძვირდებათ. ენერგოკრიზისის გამო რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში არსებულ კატასტროფულ ვითარებაზე მთავრობის სხდომაზეც იყო საუბარი. პრემიერი ნოღაიდელი ფლობს ინფორმაციას ამ სიტუაციაზე და წუხს, რომ მეწარმეებს ენერგოკრიზისის გამო თავისი ბიზნესის თბილისში გადმოტანა უხდებათ, თუმცა რეალურ ალტერნატივას და მდგომარეობის უახლოეს მომავალში გამოსწორებას მათ ვერ ჰპირდება:
[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] „არის ისეთი მაგალითებიც, რომ ხის გადამამუშავებელი კომბინატი თბილისში გადმოდის, რადგან მხოლოდ თბილისშია ელექტროენერგიით შედარებით ნორმალური მომარაგება და ეს დაუშვებელია, ჩვენ თუ გვინდა ეკონომიკის განვითარება რეგიონებშიც და, ბუნებრივია, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა უახლოესი პერიოდის განმავლობაში. საერთოდ, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკური პროექტების განხორციელებას რეგიონებში.”(სტილი დაცულია)
კარგია, რომ ხელისუფლება რეგიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე წუხს და იქ ეკონომიკური პროექტების განვითარებას გეგმავს, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ დეკლარაციულად ხდება და სანამ მთავრობა რეგიონებს რეალურ ალტერნატივას შესთავაზებს, იქ არსებული მწირი სამრეწველო პოტენციალი და მოსახლეობის, ასე თუ ისე, დასაქმების მინიმალური შანსიც სულ უფრო მცირდება.