Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც იტყობინებიან, ხუთი ადამიანი დაიჭრა


როგორც იტყობინებიან, ხუთი ადამიანი დაიჭრა ბაღდადში, აბუ ღრაიბის ციხესთან ბომბის აფეთქების შედეგად.

როგორც იტყობინებიან, ხუთი ადამიანი დაიჭრა ბაღდადში, აბუ ღრაიბის ციხესთან ბომბის აფეთქების შედეგად.
პირველად ციხეზე იერიში მეამბოხეებმა შაბათს განახორციელეს. ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორშაბათს დაჭრილთა შორის სამი პოლიციელია. ინფორმაციის თანახმად, აფეთქება თვითმკვლელმა განახორციელა ავტომანქანით. დღეს შეერთებული შტატების სამხედრო სარდლობამ გამოაქვეყნა აბუ ღრაიბზე შაბათს განხორციელებული თავდასხმის დეტალები. ამ იერიშის დროს სულ ცოტა 50 ამბოხებული იქნა მოკლული. დაიჭრნენ როგორც ამერიკის სამხედროები, ისე ციხის პატიმრები. მათ შორის არავინ დაღუპულა. შაბათს ბრძოლა ორსაათნახევარს გრძელდებოდა. როგორც ვარაუდობენ, აბუ ღრაიბში 3400 ერაყელი და არაბი პატიმარი იმყოფება.

XS
SM
MD
LG