აქციის მონაწილენი კვლავინდებურად აცხადებენ, რომ მანამ არ შეწყვეტენ საპროტესტო გამოსვლებს, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და კოლეჯის სტუდენტებს უმაღლეს სასწავლებელში უგამოცდოდ ჩარიცხვის საშუალებას არ მისცემს. აქვე უნდა ითქვას, რომ კოლეჯის სტუდენტები საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლაში მარტონი აღარ არიან. დახმარების ხელი მათ ლეიბორისტული პარტიის ლიდერებმა გაუწოდეს.
სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯის სტუდენტებმა ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად საპროტესტო აქცია კვლავ პარლამენტის შენობის წინ გამართეს. აქციაში მონაწილე ადამიანები ამბობენ, რომ, კანონებისა და იურიდიული ნიუანსების მოშველიების გარდა, მათი პოზიციის სისწორე გაცილებით მარტივი არგუმენტებითაც დასტურდება:
[მამაკაცის ხმა] „სკოლადამთავრებულს კოლეჯში არ იღებდნენ, იღებდნენ აუცილებლად 9-კლასდამთავრებულს. ახლა როგორ წარმოვადგინო სრული კურსის ატესტატი. მაშინ ასე გამოდის: ჩემი შვილი, 18 წლის ბიჭი, ახლა უნდა გამოვიყვანო კოლეჯიდან, დავსვა მეათე კლასში. ამ მეათე კლასშიც არ დამატოვებინებენ, წაიყვანენ ჯარში და რა გამოდის, ორი წლის მერე 20 წლის ბიჭი დავსვა მეათე კლასში? დაფიქრდნენ, რას აკეთებენ, თვლა ხომ მაინც იციან!“
საპროტესტო გამოსვლის პარალელურად, კოლეჯის სტუდენტები სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთ აუდიტორიაში 20 დღის წინ დაწყებულ შიმშილობის აქციასაც აგრძელებენ. სტუდენტების თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მათ გარკვეულ დათმობაზე წასვლას დაჰპირდა, თუკი ისინი შიმშილობას შეწყვეტენ:
[სტუდენტის ხმა] „დათმობა არ ყოფილა, მაგრამ ჯანდაცვის მინისტრმა ბატონმა ლადომ, შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ რაღაც კომპრომისზე წავალთო, მაგრამ არ ასახელებდნენ რა კომპრომისს. არ ვიცით, დღესდღეობით გადაწყვეტილი არაფერია.“(ტილი დაცულია)
არადა, როგორც ეს არაერთხელ ითქვა, ხელისუფლებამ სამედიცინო კოლეჯის სტუდენტთა საკითხი ჯერ კიდევ უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მიღებისას გადაწყვიტა. სწორედ ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილენი, რომელთა რიგებში ხმის გამაძლიერებელი აპარატურით შეიარაღებული ლეიბორისტული პარტიის ლიდერებიც გამოჩნდნენ.
[გამომსვლელის ხმა] „როდესაც კოლეჯის სტუდენტებმა სამართლიანი მოთხოვნები წაუყენეს, მათ გაბედეს და მცირეწლოვანებზე აღმართეს ხელი და დაარბიეს აქ. ეს გააკეთა როდიონოვმა, რუსეთმა და ამას აკეთებს სააკაშვილის ხელისუფლება.“
ლეიბორისტთა ერთ-ერთი ლიდერი, ჯონდი ბაღათურია, აცხადებს, რომ ამ აქციით ისინი ხელისუფლებას აფრთხილებენ. „თუ მთავრობა არ შეწყვეტს საკუთარი ხალხის ჩაგვრას, მას ვადის გასვლამდე შევცვლით!“ - იმუქრება ბაღათურია.
[ჯონდი ბაღათურიას ხმა] „რა თქმა უნდა, კონსტიტუციური მეთოდებით, მაგრამ ეს მოხდება მრავალათასიანი აქციებით, ეს იქნება 10-20 ათასი პირველ ეტაპზე, მაგრამ, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ მობილიზება გავუკეთოთ 100 ათას კაცს და შევცვალოთ ეს ხელისუფლება ვადამდე.“
პარლამენტის წინ ლეიბორისტული პარტიის ლიდერთა გამოჩენა არ გაუპროტესტებიათ სამედიცინო კოლეჯის სტუდენტთა მშობლებს, რომლებიც მზად არიან მიზნის მისაღწევად ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლონ.
[ქალბატონის ხმა] „ბავშვები იყვნენ ზედმიწევნთ კორექტულები თავის ასაკთან შედარებით, ბავშვები ითხოვდნენ, რომ არავინ არ ჩაერიოს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლებებსო, მაგრამ შესრულდა ერთი თვე და ცოტა მეტი, 21 დღეა შიმშილობენ, მაგრამ არანაირი ყურადღება არსაიდან - არვინ ისურვა ბავშვებთან შეხვედრა. ასე რომ, არანაირი მნიშვნელობა ჩვენთვის არა აქვს იმას, თუ ვინ დაგვიჭერს მხარს.“
საპროტესტო გამოსვლები, როგორც ეს ქალბატონი აცხადებს, მანამ არ შეწყდება, ვიდრე ხელისუფლება კოლეჯის სტუდენტებისათვის მისაღებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში დეპუტატებს მყუდრო გარემოში მოღვაწეობის საშუალება არ მიეცემათ.