საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ მეორე მსოფლიო ომის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. ამის მიზეზად დასახელდა რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების უშედეგო შეხვედრა საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადების განსაზღვრის თაობაზე.
ქართული მხარის ფრთხილი ოპტიმიზმის მიუხედავად, 6 მაისს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადის თაობაზე. შეგახსენებთ: ქართული მხარე მოითხოვს, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ორი სამხედრო ბაზის გაყვანის საბოლოო ვადად 2008 წლის პირველი იანვარი განისაზღვროს. რუსული მხარის მტკიცებით, ამ ვადებში ბაზების გაყვანა შეუძლებელია. შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას ვერ მოხერხდა მომზადება რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივი განცხადების ტექსტისა, რომელიც სწორედ საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხს უნდა გამოხმაურებოდა. ამიტომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეუძლებლად მიიჩნევს მოსკოვში გამგზავრებას - ის არც 8 მაისს მოსკოვში დაგეგმილ დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების სამიტს დაესწრება და არც 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმსა და სხვა საზეიმო ღონისძიებებს.
შაბათს, უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკვე თავად დაადასტურა, რომ იგი მოსკოვში გამგზავრებას არ გეგმავს:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ დღეს ჩვენ გვქონდა უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც განვიხილეთ ეს საკითხი და მოგვაჩნია, რომ ამ სიტუაციაში რუსეთის სამხედრო კონტინგენტების ყოფნა აფხაზეთსა და საქართველოს სხვა კუთხეებში არის ყოფილი საბჭოთა მემკვიდრეობის ერთ-ერთი ბოლო გადმონაშთი და ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში მოხერხდება ამ საკითხის შესახებ ცივილიზებული დიპლომატიური გადაწყვეტილების მოძებნა.“
პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ ძნელია იმის თქმა, ამოქმედდება თუ არა პარლამენტის 10 მარტის განცხადება, რომლის თანახმადაც, 15 მაისამდე სამხედრო ბაზების გაყვანის ვადის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, საქართველო მოითხოვს, რუსეთის სამხედრო ბაზებმა საქართველოს ტერიტორია 2006 წლის პირველ იანვრამდე დატოვონ.