Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანს გადაწყვეტილი აქვს, ნაწილობრივ განაახლოს


ირანს გადაწყვეტილი აქვს, ნაწილობრივ განაახლოს ურანის გამდიდრების პროცესი, განაცხადა ირანის ვიცე-პრეზიდენტმა ღოლამ რეზა აღაზადემ.

ირანს გადაწყვეტილი აქვს, ნაწილობრივ განაახლოს ურანის გამდიდრების პროცესი, განაცხადა ირანის ვიცე-პრეზიდენტმა ღოლამ რეზა აღაზადემ.
ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ, ჰასან როუჰანიმ ასე ახსნა ეს გადაწყვეტილება:[როუჰანის ხმა] "ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია ამ პირობებით მოლაპარაკებების გაგრძელება. მოლაპარაკებების პერიოდში ჩვენ შევაჩერეთ ურანის გამდიდრება და ეს ძალზე ძვირი დაგვიჯდა. მაშინ, როცა ევროპისთვის ეს არათუ არავითარ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული, არამედ შეიძლება მათ ინტერესებშიც შედის. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ურანის გამდიდრება ნაწილობრივ უნდა განვაახლოთ." ამის საპასუხოდ ევროპის კავშირმა პირველად გააფრთხილა ირანი, რომ მხარს დაუჭერს შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი გადაეცეს გაეროს უშიშროების საბჭოს. მუქარის საპასუხოდ როუჰანიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ ირანი არ აპირებს ურანის გამდიდრების პროცესის დაუყოვნებლივ განახლებას.
XS
SM
MD
LG