Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ოფიციალური


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ოფიციალური ვიზიტით

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ოფიციალური ვიზიტით
ვაშინგტონში მიემგზავრება. მანამდე კი ავღანეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ავღანეთის ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა გაათავისუფლოს იტალიელი ქალი კლემენტინა კანტონი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. ქაბულში გამართულ პრეს-კონფერენციაზე კარზაიმ განაცხადა, რომ უშიშროების სამსხურისათვის ცნობილია თუ ვინ და რატომ მოიტაცა კლემენტინა კანტონი, რომელიც ჰუმანიტარულ ორგანიზაცია ”ქეა ინტერნაციონალის” თანამშრომელია. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მძევალი ქალი მოკლეს. ავღანეთის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ კლემენტინა ცოცხალია.
XS
SM
MD
LG