Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში გაათავისუფლეს 3 რუმინელი ჟურნალისტი


ერაყში გაათავისუფლეს 3 რუმინელი ჟურნალისტი და მათი გიდი, რომლებმაც თითქმის ორი თვე დაჰყვეს გამტაცებელთა ხელში.

ერაყში გაათავისუფლეს 3 რუმინელი ჟურნალისტი და მათი გიდი, რომლებმაც თითქმის ორი თვე დაჰყვეს გამტაცებელთა ხელში.
რუმინეთის პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუს განცხადებით, მისი ქვეყანა არც საგარეო პოლიტიკის სფეროში რაიმე დათმობაზე წასულა და არც გამოსასყიდი გადაუხდია მძევლების გამოსასხსნელად. ბასესკუმ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ გათავისუფლებული მძევლების სამშობლოში ჩასაყვანად, ერაყში გაფრინდა არმიის თვითმფრინავი. დღეს უფრო ადრე, ბასესკუს პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ერაყში რუმინელი მძევლებისათვის ფიზიკური ზიანი არ მიუყენებიათ. გამტაცებლები მათი დახოცვით იმუქრებოდნენ, თუ რუმინეთი ერაყიდან არ გაიყვანდა თავის 800-მდე ჯარისკაცს. რუმინეთმა უარი თქვა ამ მოთხოვნის შესრულებაზე. დღესვე საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესმა" გაავრცელა ცნობა, რომ ერაყის ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა სადამ ჰუსეინის რეჟიმის უმაღლესი რანგის წარმომადგენელი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, კიბოთი დაავადების გამო, როგორც ჩანს, ძალიან მძიმეა. იუწყებიან ასევე, რომ ბაღდადში მოკლეს იუსტიციის სამინისტროს უმაღლესი რანგის მოხელე ალი მუსა სალმანი, მოკლეს მისი მძღოლიც. სამი ადამიანი დაჭრილია.
XS
SM
MD
LG