ძნელად თუ მოიძებნება ფეხბურთის მოყვარული, მოუთმენლად არ მოელოდეს დღევანდელი საღამოს დადგომას - სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩის, ჩემპიონთა ლიგის ფინალის საყურებლად. ცხადია, არიან ისეთებიც, ვისაც ბედმა გაუღიმა და ორი დიდი გუნდის (იტალიის "მილანისა" და ინგლისის "ლივერპულის") მატჩს სტამბოლის სტადიონის ტრიბუნებიდან მიადევნებს თვალს. მაგრამ ჩვენ, რიგით მოკვდავებს, ისღა დაგვრჩენია, ტელერეპორტაჟს დავჯერდეთ და მის საყურებლად კიდევ ცოტა მოვიცადოთ. მოცდა კი განსაკუთრებით ძნელია - არა მარტო იმიტომ, რომ წლის უმნიშვნელოვანეს მატჩს ელოდები, არამედ იმიტომაც, რომ ფინალური მატჩის მონაწილე ერთ-ერთ გუნდში ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, და შესაბამისად, რომელ გუნდს ეკუთვნის ქართველი გულშემატკივრის სიმპათიები, ძნელი გამოსაცნობი არ არის.
იგივე ითქმის დღევანდელი მატჩისადმი ინტერესზე უკრაინაშიც - მოგეხსენებათ, რომ კახა კალაძის თანაგუნდელი ანდრეი შევჩენკო "მილანის" ჭეშმარიტი ვარსკვლავია. მეორე მხრივ, "ლივერპულის" გულშემატკივრებიც მთელს კონტინენტს არიან მოდებული.
საკუთრივ ინგლისელების გარდა "ლივერპულს" ქომაგთა ძლიერი ფრაქციები ჰყავს ჩეხეთში, პოლონეთში, ესპანეთში, (ლივერპულის მწვრთნელებისა და რამდენიმე მოთამაშის გამო)... მოკლედ, როგორც უკვე ითქვა, მოწმენი ვართ ევროპული საფეხბურთო სეზონის კულმინაციისა.
[ხმა: სტადიონზე მღერიან “ლივერპულის” ჰიმნს]
ეს ჩანაწერი იყო. სულ რამდენიმე საათში კი “ლივერპულის” გულშემატკივრები ისევ დააგუგუნებენ კლუბის ჰიმნს "You'll Never Walk Alone" - “მარტო არასოდეს დარჩები, თუ გულში იმედი გექნა და გზიდან არ გადაუხვევო” - დაახლოებით ასეთი გახლავთ ჰიმნის ტექსტი. და ის, როგორც ბევრი ფიქრობს, უხდება "ლივერპულსა" და ლივერპულელებს - უმეტესწილად, მუშათა კლასის წარმომადგენლებს, რომლებიც ფეხბურთის ქომაგებს შორის, შესაძლოა, ყველაზე თავგამოდებული, ყველაზე ერთგული იყვნენ.
ასეთი ქომაგია, მაგალითად, დევიდ ალენი, “ენფილდის” ლეგენდარულ სტადიონთან მდებარე საგაზეთო ჯიხურის მფლობელი. [დევიდ ალენის ხმა] “ყველა დამუხტული ვართ მოლოდინით, მანქანებზე ყველამ დროშები დავიმაგრეთ. ფანსტასტიკური განწყობააო”, უთხრა დევიდ ალენმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს.
ფეხბურთის ლივერპულელ ქომაგებს, მართლაც, გამორჩეული დღე დაუდგათ. მათი საყვარელი გუნდი 1985 წლის შემდეგ პირველად გავიდა ევროპის საკლუბო ტურნირის ფინალში. და 20 წლის წინანდელი ის ფინალი უსიამოვნო მოგონებებს უკავშირდება: და, ალბათ, არა იმდენად "ლივერპულის" მარცხს ტურინის "იუვენტუსთან", რამდენადაც ბრიუსელის "ჰეიზელის" სტადიონზე მომხდარ ტრაგედიას, როცა უბედურმა შემთხვევამ 39 იტალიელი გულშემატკივრის სიცოცხლე იმსხვერპლა.
იმ ტრაგედიას კი მრავალი წარმატება უძღოდა წინ: "ლივერპულმა" ოთხჯერ მოიპოვა ჩემპიონთა თასი. ალბათ, დამეთანხმებით, შთამბეჭდავი შედეგია, თუმცა მაინც ჩამოუვარდება "ლივერპულის" დღევანდელი მეტოქის - "მილანის" წარმატებათა ნუსხას: იტალიის ეს გუნდი უკვე ექვსჯერ იყო ჩემპიონთა თასის მფლობელი.
[ჯანი როსის ხმა] “თუ მათ ისევ გაიმარჯვეს, ბერლუსკონი ბედნიერი კაცი იქნება. თუ წააგეს - გული ძალიან დაწყდება - ისევე, როგორც ყოველ ჩვენგანსო”- ამბობს ჯანი როსი, მილანის ცენტრში მდებარე რესტორან “ილ კონსოლარეს” მეპატრონე.
რატომ გამოყოფს ის მაინცდამაინც პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის, უთუოდ იციან მსმენელებს შორის ფეხბურთში გათვითცნობიერებულებმა: პრემიერ-მინისტრობის გარდა ბერლუსკონი "მილანის" საფეხბურთო კლუბის მფლობელიცაა. ამდენად, გუნდის წარმატება მას პოლიტიკურადაც უთუოდ წაადგება.
თუმცა, პოლიტიკა ვის ემახსოვრება დღეს საღამოს, როცა სტამბოლში მინდორზე გამოვლენ ფეხბურთელები - სტივენ ჯერარდი და მილან ბაროში, ხავი ალონსო და პაოლო მალდინი, ანდრეი შევჩენკო და კახა კალაძე, ან ამ უკანასკნელთა თანაგუნდელი კაკა. აი, რას ამბობს ეს 22 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი "ლივერპულის" შესახებ: [კაკას ხმა] “ის იმ გუნდებს მიეკუთვნება, დაცვაში რომ იკეტებიან და კონტრშეტევებზე თამაშობენ. იტალიურ ფეხბურთს ასეთი რამ სულ არ ახასიათებს”.
კაკამ, ცხადია, იხუმრა - იტალიის ფეხბურთის დამახასიათებელი ხომ ყოველთვის იყო სწორედ დაცვაში ჩაკეტილი, ფრთხილი თამაში - ე.წ. "კატენაჩო". და თუ ორივე გუნდმა მართლაც დაცვაზე გააკეთა აქცენტი, ბევრი გოლის იმედი დღეს საღამოს ალბათ არ უნდა ვიქონიოთ. თუმცა, სისწრაფით გამორჩეულ კაკას ინგლისური ბარიკადების გარღვევის კონკრეტული გეგმა აქვს: [კაკას ხმა] “ლივერპულელები დაცვაშიც და ნახევარდაცვაშიც 4-4 კაცით თამაშობენ და ამიტომ ნახევარდაცვასა და დაცვას შორის ცოტა სივრცე რჩება. იმედი მაქვს, ამ სივრცის გამოყენებას მოვახერხებ”.
შეძლებს თუ არა კაკა თავისი გეგმის ხორცშესხმას, სულ მალე შევიტყობთ.