Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში, ევროპის კონსტიტუციის საკითხზე რეფერენდუმის


საფრანგეთში, ევროპის კონსტიტუციის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებამდე

საფრანგეთში, ევროპის კონსტიტუციის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებამდე
ერთ დღე-ღამეზე ნაკლები რჩება. რეფერენდუმის შედეგებს მთელი ევროპა დაძაბული ელოდება, ვინაიდან კონსტიტუცია ძალაში ვერ შევა, თუკი ერთი ქვეყანა მაინც წინააღმდეგი იქნება კონსტიტუციის პროექტისა. უკანასკნელი გამოკითხვა ცხადჰყოფს, რომ ფრანგების უმეტესეობა - 52 პროცენტი - აპირებს წინააღმდეგ მისცეს ხმა, მიუხედავად საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკის თავგამოდებული ძალისხმევისა, გადაარწმუნოს ისინი. ტულუზაში მყოფი გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი, ჟურნალისტებს მოუწოდებდა თავი შეეკავებინათ ვარაუდებისაგან, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთის უარს იტყვის კონსტიტუციის მიღებაზე. ”როდესაც თქვენ ასეთი სიტუაციის მოწმენი ხართ,- როდესაც ორი დღე, მე ვიტყოდი ორი საათია უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებამდე, თქვენ ყველა ძალისხმევა უნდა იხმაროთ, რომ არჩევნები წარმატებით დასრულდეს. და არ არის საჭირო ფილოსოფოსობა და სპეკულაცია იმაზე, თუ რა მოხდება თუკი არჩევნები წარუმატებლად დასრულდება,”განაცხადა გერმანიის კანცლერმა. ჟაკ შირაკის მხარადსაჭერად, საფრანგეთში, გერმანიისა და ესპანეთის ლიდერები ჩავიდნენ.
XS
SM
MD
LG