Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელი პუბლიკაციებიდან გამოვყოფ ცნობილ ამერიკელ პოლიტილოგ რიჩარდ პაიპსთან ინტერვიუს, რომელსაც


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დღევანდელი პუბლიკაციებიდან გამოვყოფ ცნობილ ამერიკელ პოლიტილოგ რიჩარდ პაიპსთან ინტერვიუს, რომელსაც გაზეთი „24 საათი“ ბეჭდავს.

კითხვას, რამდენად შეძლებს საქართველო რეგიონული გავლენის მქონე სახელმწიფოდ იქცეს, პაიპსი უპასუხებს:

„მე მგონია, რომ რეგიონული გავლენის მქონე სახელმწიფოები, საერთოდ, არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ლოკალური ეროვნული ინტერესები, დიდი და მცირე სახელმწიფოები. სუვერენულ სახელმწიფოებს უფრო ინდივიდუალური ინტერესების ქონა ახასიათებთ, ვიდრე რეგიონულის. მე მგონი, ნაციონალური ინტერესი - უფრო დამოუკიდებლობაშია.“


დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხება გაზეთი „კვირის პალიტრა“, რომლის ცნობითაც, 27 მაისს, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, გაუქმდა სწორედ ის სამხედრო ნაწილი, რომელმაც 26 მაისის აღლუმზე პრეზიდენტის და საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა - იგულისხმება შინაგანი ჯარების სწრაფი რეაგირების სპეცდანიშნულების პოლკი, რომელიც 2003 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა და რომლის მებრძოლებიც კადრების განყოფილებაში 27 მაისს გადაიყვანეს. როგორც გაზეთი წერს, “თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, თითქოს ნატოს სტანდარტებით არ არის დაშვებული ცალკეული ბატალიონების ყოლა, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის - ნატოს წევრი ქვეყნების არმიების სტრუქტურაში ასეთი ცალკეული ბატალიონები არსებობს. უბრალოდ, აქ როლი კვლავ სუბიექტურმა მიზეზმა ითამაშა. სამწუხაროდ, არმიაში, ისევე როგორც ხელისუფლების სხვა ინსტანციებში, ობიექტურზე მაღლა ხშირად კვლავ პირადი ინტერესები დგას. ყველაზე წაგებული - ეს ერთხელ უკვე გულგატეხილი ბიჭები დარჩნენ, მაგრამ მოგებული არც ქვეყნის ინტერესები რჩება, რადგან რეალურად ბრძოლისუნარიანი დანაყოფი მოაკლდა ქართულ არმიას,” - წერს გაზეთი „კვირის პალიტრა“.



პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გამოძიების თემას დღევანდელი რამდენიმე გაზეთი უბრუნდება. გაზეთი „რეზონანსი“ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის ხუთ ვერსიაზე საუბრობს. გაზეთის თქმით, თუკი ზურაბ ჟვანია მოკლულია, რისი დიდი ალბათობაც არსებობს, იმ ადამიანებს, ვისაც სიმართლის გარკვევა, მართლაც, გულწრფელად სურთ და ქვეყნის ბედი აწუხებთ, ბეწვის ხიდზე მოუწევთ გავლა. ერთი მხრივ, არ უნდა გავახაროთ მტერი და არ უნდა ვაქციოთ ეს თემა საზოგადოების აჟიტირებისა და მორიგი არეულობის საგნად, მეორე მხრივ კი, აუცილებელია, კარგად გავარკვიოთ, მართლა შეეწირა თუ არა პრემიერი მაფიას, რომელიც შეიძლება დღეს ქვეყანას კულუარებიდან მართავს და ხვალ-ზეგ ბანანის რესპუბლიკის წარმომადგენლებად გვაქცევს, - წერს გაზეთი “რეზონანსი”.
XS
SM
MD
LG