Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ერაყში, ამერიკის ჯარების მიერ


დღეს ერაყში, ამერიკის ჯარების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 40 მეამბოხე იქნა მოკლული სირიის საზღვრის მახლობლად.

დღეს ერაყში, ამერიკის ჯარების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 40 მეამბოხე იქნა მოკლული სირიის საზღვრის მახლობლად.
როგორც შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობა იტყობინება, ოპერაციაში მონაწილეობდნენ ავიაგამანადგურებლები, ვერტმფრენები და ქვეითი ჯარი. ამერიკელთა შორის მსხვრეპლი არ არის. ბაღდადში თავდასხმა მოხდა სლოვაკეთის საელჩოზე. თვითმკვლელმა დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა საელჩოს შენობის წინ. დაიჭრა 4 მცველი. მანამდე რამდენიმე საათით ადრე აფეთქება მოხდა პოლიციის ელიტური ქვეგანაყოფის შტაბში. პოლიციელად გადაცმულმა თვითმკვლელმა შენობაში შეღწევა შეძლო და იქ ააფეთქა ბომბი. დაიღუპა 5 პოლიციელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტერორისტი ყოფილი პოლიციელი იყო. დღესვე ბაღდადში სულ ცოტა 10 ადამიანი დაიღუპა მას მერე, რაც ცეცხლი გაუხსნეს მიკროავტობუსს. თავდამსხმელებმა ავტომატური იარაღით დაცხრილეს ავტობუსი, რომლითაც მშენებელი მუშები მგზავრობდნენ.

XS
SM
MD
LG