ამ განცხადებას წინ უსწრებდა ე.წ. გუშაგთა საბჭოს გადაწყვეტილება, რომ არჩევნების პირველი ტურის შედეგები კანონიერად უნდა იქნეს მიჩნეული. ამ ძლევამოსილ კონსერვატულ ორგანოს არჩევნების ზედამხედველობა აკისრია. საპრეზიდენტო არჩევნებს ორი კანდიდატი შემორჩა: ყოფილი პრეზიდენტი, ზომიერი პოლიტიკოსი ჰაშემი რაფსანჯანი და თეირანის ულტრაკონსერვატორი მერი მაჰმუდ აჰმადინეჯადი.
ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს საფრთხე ემუქრება და მეორე ტურში პირველზე უფრო მეტი დარღვევებია მოსალოდნელი.
სამინისტროს წარმომადგენელმა ჯაჰანბახშ ხანჯანიმ თეირანში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის ორგანოები, რომელთა საქმე ადამიანებისა და წესრიგის დაცვაა, კენჭისყრის შედეგების გაყალბებით არის დაკავებული. მსგავსი შიში პრეზიდენტობის ზოგიერთმა კანდიდატმაც გამოთქვა არჩევნების წინა პერიოდში. ლაპარაკია ძირითადად ამომრჩეველთა მოსყიდვაზე ზოგიერთი კანდიდატის სასარგებლოდ.
ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმატორები აკონტროლებენ. გუშაგთა საბჭო კი, რომელსაც არჩევნების მეთვალყურეობა ევალება, კონსერვატორთა ბანაკთანაა დაკავშირებული.
ორშაბათს ერთ-ერთმა კანდიდატმა, ზომიერმა სასულიერო პირმა მეჰდი კარუბიმ, კრიტიკული ღია წერილით მიმართა ირანის სასულიერო ლიდერს, ალი ხამენეის. ოთხი გაზეთი, რომელთაც ეს წერილი დაბეჭდეს, დროებით დაიხურა. აი, რა განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთი დახურული გაზეთის, "ეყბალის" მთავარმა რედაქტორმა ქარიმ არყანდეპურმა:
[არყანდეპურის ხმა] "პოლიციელები მოვიდნენ. მათ პროკურორის წერილი ჰქონდათ. ეს იყო სასამართლოს განაჩენი, რომელიც ერთი დღით ჩვენს დახურვას ითვალისწინებდა. მასში არ იყო ნახსენები, რა მიზეზით გვხურავდნენ, მაგრამ, ჩვენის აზრით, ეს ჩვენი უზენაესი ლიდერისადმი ბატონ კარუბის წერილის გამო მოხდა."
მეორე ტურში გასულმა ორმა კანდიდატმა, ყოფილმა პრეზიდენტმა რაფსანჯანიმ და თეირანის მერმა, აჰმადინეჯადმა საარჩევნო კამპანიის წარმოება კენჭისყრამდე 24 საათით ადრე უნდა შეწყვიტონ. ამ დღეებში ირანში მთელი რიგი ჯგუფები და პიროვნებები აქვეყნავენ ორივე კანდიდატის მხარდამჭერ განცხადებებს.
რაფსანჯანი, რომელიც 1989-დან 1997 წლამდე იყო ირანის პრეზიდენტი, პრაგმატიკოს პოლიტიკოსად ითვლება. მან პრეზიდენტობის დროს მთელი რიგი ზომიერი სოციალური და პოლიტიკური რეფორმების გატარება შეძლო. მიიჩნევა, რომ მას საკმარისი გავლენა მოეპოვება ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ირანსა და დასავლეთს შორის მიმდინარე დავის გადასაწყვეტად.
აჰმადინეჯადი ულტრაკონსერვატორია და ისლამური კანონების მკაცრ დამცველად ითვლება.
სამშაბათს კონსერვატორთა კონროლქვეშ მყოფი პარლამენტის 132-მა წევრმა ამომრჩევლებს მოუწოდა, აჰმადინეჯადს მისცენ ხმა. ყურანის სწავლულთა გავლენიანმა ჯგუფმაც მას გამოუთქვა მხარდაჭერა. მათი აზრით, აჰმადინეჯადს ძალუძს ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა ხომეინის იდეალების განხორციელება.
რაფსანჯანის მხარდამჭერთა სპექტრი საკმაოდ ჭრელია. მათ შორის არიან როგორც რეფორმატორები, ისე კონსერვატორები და მათ ულტრაკონსერვატორთა წარმატების შიში აერთიანებს.
ადამიანის უფლებების დამცველთა ნაწილი არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებს.
[ებადის ხმა] "როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, როგორც იურისტი, როგორც მოქალაქე, რომელსაც ადამიანის უფლებებისა სწამს, მზად ვარ მონაწილეობა მივიღო მხოლოდ ჯანსაღ, თავისუფალ, ადამიანის უფლებების საფუძვლებზე დამყარებულ არჩევნებში." ეს გახლდათ ცნობილი ადამიანის უფლებების დამცველი ქალი, ნობელის პრემიის ლაურეატი შირინ ებადი.