Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ორშაბათს ღიად


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ორშაბათს ღიად დატოვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ორშაბათს ღიად დატოვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
უშიშროების საბჭოში გერმანიის მუდმივ წევრად შეყვანის საკითხი. საუბარია საბჭოს მუშაობის ფარგლებში გერმანიის მიერ ვეტოს უფლების მოპოვებაზე. თუმცა გერმანიის კანცლერთან, გერჰარდ შრიოდერთან შეხვედრის შემდეგ ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ამერიკა ამ გზაზე არცერთ ქვეყანას არ გადაეღობება. გერმანიის გარდა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრობა სურს ინდოეთსა და ბრაზილიას. ხოლო ამ სტატუსით შეერთებული შტატების გარდა, უკვე სარგებლობს: ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი.
XS
SM
MD
LG