პრესის კომენტარებში ტერაქტებით აღშფოთება გამოსჭვივის, იმავდროულად ისმის მოწოდება დასავლური ფასეულობების დაცვისაკენ.
მიმოხილვას დავიწყებთ ნაწყვეტით შვეციის გაზეთ “დაგენს ნიჰეტერის” 8 ივლისის ნომერში დაბეჭდილი სტატიით: “ნიუ იორკი - 2001 წლის 11 სექტემბერი, მადრიდი - 2004 წლის 11 მარტი, ლონდონი - 2005 წლის 7 ივლისი. ასე გამოიყურება ტერორის კალენდარი. 7 ივლისს სამიზნე ლონდონი იყო, სხვა დღეს, შესაძლოა, სხვა ადგილი იყოს. ბრძოლა ძალების წინააღმდეგ, რომელთაც ჩვენი საზოგადოების განადგურება სურთ, კიდევ კარგა ხანი არ დასრულდება. საკითხავი ის კი არ იყო, მოაწყობდნენ თუ არა ტერაქტებს ლონდონში, არამედ როდის მოაწყობდნენ ამ ტერაქტებს.”
პარიზის გაზეთი “ლიბერასიონი” ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ ტერაქტების წინა დღეს ლონდონში სრულიად გამორჩეული, სადღესასწაული განწყობა სუფევდა: იმ დღეს ხომ (6 ივლისს) გადაწყდა, რომ 2012 წელს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს ლონდონი უმასპინძლებს.
“ლიბერასიონში” ვკითხულობთ: “რა კონტრასტი ვიხილეთ! ვინც (ტერაქტების შემდეგ) ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ნიღაბივით გაქვავებული სახე ნახა, უთუოდ გაახსენდებოდა წინა დღეს ტონი ბლერის სიხარულით გაბრწყინებული სახე, როცა ლონდონმა 2012 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება მოიპოვა. მაშ ასე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბლერის მიერ გამოცხადებულ ომში არაფერი შეიცვლება. და ბლერის უარი, ტერაქტების გამო უკან დახევაზე, შეესაბამება სიმშვიდეს, ბრიტანელებმა ლონდონში რომ შეინარჩუნეს ტერაქტების დღეს: არანაირი პანიკა, სრული სიმშვიდე და სულის სიმტკიცე, რომლითაც ეს ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა”, წერს “ლიბერასიონი”.
ბრიტანელების სტოიციზმს მოიხსენიებს ლონდონშივე გამომავალი “დეილი ტელეგრაფიც”. ის მიუთითებს “დიდი რვიანის” სამიტზე, რომელიც, როგორც ცნობილია, სწორედ ბრიტანეთში, კერძოდ კი შოტლანდიაში მიმდინარეობდა მაშინ, როცა ლონდონში ტერაქტები განხორციელდა.
“დეილი ტელეგრაფში” ვკითხულობთ: “დიდი რვიანის” სამიტში მონაწილე პოლიტიკოსებს შეახსენეს, რომ კლიმატურ ცვლილებებსა და აფრიკაში სიღატაკეზე დებატების გარდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მათთვის უმნიშვნელოვანეს თემად რჩება. ლონდონელებისათვის ოთხშაბათს, ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე გადაწყვეტილებით გამოწვეული სიხარულის შემდეგ გუშინდელი დღე შავი დღე იყო. მაგრამ ის, თუ როგორ შეხვდნენ ლონდონელები მომხადრს, იძლევა ძალას ხანგრძლივი და მძიმე ბრძოლისთვის, რომელიც ჯერ კიდევ წინაა”.
ტერორისტული საფრთხის გლობალური განზომილების შესაბამისად, ლონდონის ტერაქტებმა გამოხმაურება ჰპოვა შორეულ ბრაზილიაშიც. აი, რას წერს გაზეთი “ჟორნალ დუ ბრაზილ”: “მტკივნეულია იმის შეგრძნება, რომ ცხოვრება 21-ე საუკუნეში გაცილებით უფრო სახიფათოა, ვიდრე წინათ იყო. ასეა ყოველგვარი სამეცნიერო, ეკონომიკური და ტექნიკური პროგრესის მიუხედავად. საკმარისი არ არის ბრიტანეთისთვის სოლიდარობის გამოცხადება - თავი უნდა დავიცვათ პოტენციური თავდსმხებისაგანაც”.
ახლა კი ისევ ევროპას დავუბრუნდეთ. ლონდონში 7 ივლისს მოწყობილ ტერაქტებთან დაკავშირებით საყურადღებოა ავტორიტეტიანი “ტაიმსის” კომენტარი, რომელიც, ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში, სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის საფრთხეს ეხება. "ტაიმსი" ასეთ შეფასებას გვათავზობს: “მნიშვნელოვანია, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დრაკონული კანონების მიღებით სამოქალაქო უფლებები ფეხით არ გაითელოს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს ახალი სამართლებრივი ზომების მიღება ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად და შესაძლოა ეს ზომები შეეხოს არა მარტო იმათ, ვინც ტერორისტების მხარდაჭერაშია ეჭვმიტანილი, არამედ შეეხოს, მთლიანად, საზოგადოებას”.