რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე.
ხელახალ განაცხადს ამზადებს ,,სახალხო ფორუმი,” რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დეტალურ განმარტებებს ჰპირდება და პარლამენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივის წარსადგენად საჭირო ხელმოწერების შეგროვებასაც იწყებს.
მას შემდეგ, რაც ცსკ-მ, დაუზუსტებელი ფორმულირებების მოტივით, უარი თქვა ოპოზიციის განაცხადი დაეკმაყოფილებინა და მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებული რეფერენდუმი დაენიშნა, ინიციატორები სასამართლოში ჩივილს აპირებდნენ. გასაჩივრების ვადა პარასკევს ამოიწურა. პარასკევსვე გაირკვა, რომ ,,სახალხო ფორუმი” სასამართლოს მოგვიანებით მიმართავს და ამჟამად ცსკ-ს ახალ განაცხადს უმზადებს. ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი რევაზ შავიშვილი გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ცსკ-ის მსგავს მოტივს სასამართლოც გამოძებნიდა:
[რევაზ შავიშვილის ხმა] ,,მაგალითად, მისამართის გრაფაში არ ეწერა ქალაქი თბილისი. ახლა სასამართლო ამას, რა თქმა უნდა, ხელზე დაიხვევდა და დაადასტურებდა ცსკ-ის გადაწყვეტილებას.” (სტილი დაცულია)
რევაზ შავიშვილი ამბობს, რომ ყველაზე შემაშფოთებელი იყო ცსკ-ის უარის ის მოტივი, რომელიც რეფერენდუმის მოთხოვნასთან დაკავშირებული განაცხადის შინაარსს ეხებოდა და, საარჩევნო ადმინისტრაციის აზრით, ბუნდოვანი იყო:
[რევაზ შავიშვილის ხმა] ,,მომიძებნეთ ერთი კაცი მაინც, რომელიც სხვანაირად წაიკითხავს, ისე არ წაიკითხავს, როგორც იქ წერია, ანუ სხვა აზრს ჩადებს ამაში. ნუ, ასეთი არ მოინახა ჯერჯერობით და, მე მგონი, არც მოინახება, თუ ვინმემ წერა-კითხვა იცის. ამიტომ ჩვენ ხელახლა შევიტანთ, ამას კანონი არ ზღუდავს. მესამედაც შეგვიძლია და მეოთხედაც, თუმცა ამას არ ვაპირებთ.” (სტილი დაცულია)
პირველ განაცხადში ცსკ-მ ცნება “დასახლებული პუნქტი” დაიწუნა, ხელახალ განაცხადში კომისიას დაუკონკრეტებენ, რომ მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევას ქალაქებში, დაბებში, თემებსა და სოფლებში ითხოვენ. ,,სახალხო ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი ასათიანი, ცსკ-ს, რომლის ერთ-ერთი შენიშვნა განაცხადში არაქართული სიტყვების გამოყენებაც იყო, ფილოლოგების და არამხოლოდ მათ განმარტებებს ჰპირდება:
[აკაკი ასათიანის ხმა] ,,რომ გავუადვილოთ ხელისუფლებას, ჩვენ მივცემთ ამას კიდევ უფრო ფართო საზოგადოებრივ ხასიათს. განცხადება იქნება დაახლოებით იგივე, გასწორდება რამდენიმე დეტალი, ოღონდ, თუ ვინმე დაობს ენობრივ მომენტებზე, იქნებიან ყველაზე გამოჩენილი ლინგვისტები. თუ ვინმე დაობს იურიდიულ საკითხებზე, იქნებიან ყველაზე ცნობილი იურისტები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს ფსიქიკურ პრობლემებთან, იქნებიან ფსიქიატრები და ფსიქოლოგები.” (სტილი დაცულია)
,,სახალხო ფორუმის” ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების უარი დათანხმდეს მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევას, ოპოზიციას მხარდამჭერებს მატებს. ამასთან, როგორც რევაზ შავიშვილი ამბობს, ხელისუფლების სიჯიუტე მათ იურიდიულ პროცედურებსაც უმარტივებს:
[რევაზ შავიშვილის ხმა] ,,ეს არის საკანონმდებლო ინიციატივის წესი, რომელსაც სჭირდება 30 ათასი ხელმოწერა და არა 200 ათასი, თან ვადები არ არის. ამიტომ ჩვენ დავდგებით და მოვაგროვებთ ნახევარ მილიონ, ერთ მილიონ, მილიონ-ნახევარ ხელმოწერას და შევიტანთ პირდაპირ პარლამენტში და პარლამენტი ვალდებულია ამ ინიციატივას კენჭი უყაროს. მაშინ მე მაინტერესებს, როგორ ეტყვის პარლამენტის უმრავლესობა უარს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას.” (სტილი დაცულია)
,,სახალხო ფორუმი” რეფერენდუმთან დაკავშირებული განაცხადის ხელახალ ვარიანტს ცსკ-ს მომავალ კვირას წარუდგენს და პასუხს კვლავ კანონით დადგენილი ერთი თვის ვადაში დაელოდება.