კომისიაც ემზადება. კერძოდ, ცესკოს წევრები ხუთივე საარჩევნო ოლქში ამომრეჩეველთა სიების დაზუსტებას ცდილობენ. წინასწარი მონაცემებით, ისნის, ქობულეთის, ბათუმის, შუახევისა და ტყიბულის საარჩევნო ოლქებში 171 ათასამდე ამომრჩეველია რეგისტრირებული. რამდენად ზუსტია ეს რიცხვი და როგორ აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისია დარჩენილ ორ თვეში ამომრჩეველთა რაოდენობის დადგენას?
პრობლემა, რომელიც ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას უკავშირდება, როგორც წესი, უშუალოდ არჩევნების წინა პერიოდში იჩენს ხოლმე თავს. ამ მხრივ, გამონაკლისი არც პირველი ოქტომბრისათვის დანიშნული საქართველოს პარლამენტის შუალედური და ხელახალი არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ემზარ ფაჟავას ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროდან მიღებული სიების შემოწმებისას გაირკვა, რომ ზოგიერთი ამომრჩევლის მონაცემი ორჯერ და სამჯერაა გამეორებული:
[ემზარ ფაჟავას ხმა] „სამწუხაროდ, ეს არის იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემები. შესაძლებელია, ამას იწვევდეს ის, რომ ერთი და იგივე ადამიანი ხშირად იცვლის საცხოვრებელ ადგილს და, შესაძლებელია, რეგისტრაცია სხვა ადგილზეც გაიაროს; შეიძლება იმის გამოც იყოს, რომ ბევრ მოქალაქეს არ აქვს პირადობის მოწმობა...“
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა სიის ცდომილება 20 პროცენტამდე აღწევს. “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წარმომადგენელი თამარ ჟვანია ამბობს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მონაცემების დასაზუსტებლად საკმად ტევადი სამუშაოს შესრულება მოუწევს:
[თამარ ჟვანიას ხმა] „პროგრამა, რომელიც ცესკოს ჰქონდა და ამოწმებდა გაორებებს, ვერანაირად ვერ ამოაგდებს ისეთ მონაცემებს, სადაც ერთ წერტილში ან ერთ ასოშია განსხვავება და ეს შეიძლება იყოს ერთი და იგივე ადამიანი. მაგალითად, მინახავს „მაისურაძე ვალერი“ და „მაისურაძე ვალერ“. დანარჩენი ყველა რეკვიზიტი ერთი და იგივეა, მაგრამ ერთ ასოში არსებული განსხვავების გამო სიაში მაინც ორჯერ არის შეტანილი. უნდა დასხდნენ ადამიანები და შეამოწმონ.“
თუმცა ამ ეტაპზე ცესკოს ყურადღება მხოლოდ ხუთ საარჩევნო უბანზეა კონცენტრირებული. 1 ოქტომბერს ისნის რაიონში, ქობულეთში, ბათუმში, შუახევსა და ტყიბულში საქართველოს პარლამენტის შუალედური და ხელახალი არჩევნები ტარდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ემზარ ფაჟავას თქმით, მონაცემების გამოქვეყნების კანონით განსაზღვრული ვადა დაინტერესებულ პირებს ამომრჩეველთა სიების სრულყოფის საშუალებას აძლევს:
[ემზარ ფაჟავას ხმა] „არჩევნებამდე არაუგვიანეს 35 დღისა ამ სიების არანაკლებ ორი ეგზემპლარისა გადაეცემა საუბნო კომისიებს, რომლებიც აქვეყნებენ მათ. ამის შემდეგ მიმდინარეობს ამ სიების დაზუსტება არაუგვიანეს 23-ე დღისა. ამ დროის განმავლობაში ამომრჩეველსა და ნებისმიერ დამკვირვებელს უფლება აქვს შეამოწმოს ეს სიები.“
საარჩევნო კოდექსის თანახმად, დაზუსტებულ სიებს ცესკო არჩევნებამდე ათი დღით ადრე აქვეყნებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიები 20 სექტემბრამდე უმოქმედოდ ყოფნას აპირებენ. „კონსერვატორთა“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავა, ამბობს, რომ საარჩევნო სიების დაზუსტების გარეშე არჩევნებში მონაწილეობა დროის ფუჭი კარგვაა:
[კახა კუკავას ხმა] „ვაპირებთ სიების დადგენაში ჩავერთოთ ძალიან ინტენსიურად. ჩვენ შეგვიძლია შევიტანოთ განაცხადება. ეს მთავრდება არჩევნებამდე 23 დღით ადრე. პირველადი სიები უკვე ამ კვირაში გამოქვეყნდება და ამის შემდეგ შეგვეძლება ანალიზის გაკეთება, რამდენად ახლოს არის სიები ამომრჩეველთა რეალურ რაოდენობასთან. სიები იგებს არჩევნებს და ეს პროცესი თუ სხვას მივანდეთ, გამოდის, დაგვინებებია თავი საარჩევნო კამპანიისათვის.“(სტილი დაცულია)
ოპოზიცია რომ საარჩევნო კამპანიისათვის თავის დანებებას არ აპირებს, ეს აქამდეც იყო ცნობილი. შეთანხმების თანახმად, 1 ოქტომბრის არჩევნებზე ოპოზიციური პარტიები ერთიანი ძალისხმევით დაუპირისპირდებიან მმართველი პარტიის კანდიდატებს, თუმცა ამომრჩეველთა ხმების დათვლამდე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, მეთვალყურეებისა და არჩევნებში მონაწილე სუბიექტების დახმარებით, თავად ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობის დადგენა უნდა შეძლოს.